ტრიოლეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრიოლეტი (ფრანგ. triolet; იტალ. trio — სამი) — რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ, II, VI და VIII — მეორეს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab. ლექსის ყველა მყარ ფორმათა შორის ტრიოლეტი ყველაზე უფრო შეზღუდული ფორმაა და, ამდენად, უფრო გასართობი პოეზიისთვისაა განკუთვნილი. ტრიოლეტი გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში. საქართველოში ის XX საუკუნის 10-იან წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]