ტრიკონოდონტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიკონოდონტები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ტრიკონოდონტები
ლათინური სახელი
Triconodonta

ტრიკონოდონტები (ლათ. Triconodonta) — ამომწყდარი პრიმიტიული ძუძუმწოვრების რიგი. დედამიწაზე ცხოვრობდნენ მეზოზოურ ერაში (იურულ და ცარცულ პერიოდებში). პატარა ცხოველები იყვნენ. თავის ქალასა და ქვედა ყბის აგებულებაში შენარჩუნებული ჰქონდათ მხეცისნაირი ქვეწარმავლების — ცინოდონტების ნიშნები. ტრიკონოდონტების ნაშთები ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ნალექებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]