ტრანსანტარქტიკული მთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრანსანტარქტიკული მთები
Transantarctic mountain hg.jpg
ტრანსანტარქტიკული მთები ვიქტორიას მიწის ჩრდილოეთ ნაწილში, რობერტსის კონცხის მახლობლად.
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
კოორდინატები 85°30′ ს. გ. 112°23′ დ. გ. / 85.500° ს. გ. 112.383° დ. გ. / -85.500; -112.383
გეოგრაფია
სიგრძე 8 105 კმ კმ
სიგანე 2 005 კმ კმ
უმაღლესი წერტილი კერკპატრიკი
სიმაღლე 4528 მ 

ტრანსანტარქტიკული მთებიქედი, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდაში ადერის კონცხსა (ვიქტორიას მიწის ჩრდილოეთი) და კოტსის მიწას შორის. ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ ანტარქტიდებს და შედგება ცალკეული მთათა სისტემებისგან, რომლებსაც, თავის მხრივ, ასევე ხშირად ყოფს უფრო პატარა ქედები. წარმოადგენს დიდ ჰორსტს. აგებულია კამბრიულისწინა მეტამორფული ქანებით, პალეოზოური და მეზოზოური დანალექი და მაგმური ქანებით. ტრანსანტარქტიკული მთები პირველად დაინახა 1841 წელს ვიქტორიას მიწაზე ჯეიმზ როსის ინგლისურმა ექსპედიციამ.

პინგვინები, სელაპები და საზღვაო ფრინველები ცხოვრობენ როსის ზღვის სანაპიროზე, ვიქტორიას მიწაზე. შიდაკონტინენტალური რაიონების ბიომრავალფეროვნებას გამოიხატება ლიქენები, წყალმცენარეები და სოკოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]