ტრამალის მგელი
ვიკიპედიიდან
„ტრამალის მგელი“ (გერმ. Der Steppenwolf) — ჰერმან ჰესეს რომანი. „ტრამალის მგელში“ მწერალი აღწერს პირველი მსოფლიო ომის შემდეგომი პერიოდის გერმანიაში გამეფებულ განწყობილებას და საყოველთაოდ მიღებულ სულიერ ფასეულობათა გადაფასების რთულ პროცესებს; ავტორი აღწერს ტრაგედიას პიროვნებისა, რიომელიც ვერც დამყაყებულ ბიურგერულ ყოფას შეგუებია და არც მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვისათვის საჭირო სასიცოცხლო ძალები შერჩენია. პიროვნების გაორებით გამოწვეული ეს ტრაგედია დასაბამს მწერლის იმჟამინდელ გუნება-განწყობაში იღებს და, ამდენად, ნაწარმოებში უხვადაა გამოყენებული ავტობიოგრაფიული მომენტები.

