ტრაიანეს სვეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრაიანეს სვეტი, იმპერატორ ტრაიანეს მიერ 113 წელს იტალიის დედაქალაქ რომში დადგმული ძეგლი. არქიტექტორი ბერძენი აპოლოდორე დამასკელი. იგი იმპერატორ ტრიანეს სამხედრო ტრიუმფის აღსანიშნავად დაიდგა. 38 მეტრის სიმაღლის თეთრი მარმარილოს სვეტი 34 ნაჭრისაგან შედგება, სვეტი შიგნით ფუღუროა და 184-საფეხურიანი ხვეული კიბე აქვს დატანებული. კიბეს ერთ დროს მნახველები სვეტის წვერზე აჰყავდა.
თავდაპირველად ტრაიანეს სვეტს ბრინჯაოს არწივი აგვირგვინებდა, შემდგომ — ტრაიანეს ქანდაკება, ხოლო 1587 წლიდან — პეტრე მოციქულის ქანდაკება. სვეტი დაფარულია სპირალურად განლაგებული ბრწყინვალედ შესრულებული რელიეფებით (საერთო სიგრძე 244 მ, სიმაღლე 1,2 მ), რომელიც იმპერატორის მიერ დაკიაში (დღევანდელი რუმინეთი) გამართული ბრძოლების სცენებს ასახავს. (შეიცავს 2500 ადამიანის ფიგურას).

ლიტერატრურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: