ტოშე პროესკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოშე პროესკი
Тоше Проески
ბოლო კონცერტზე სკოპიეში, მაკედონია
ბოლო კონცერტზე სკოპიეში, მაკედონია
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტოდორ პროესკი
დაბ. თარიღი იანვარი 25, 1981(1981-01-25) პრილეპი, მაკედონია,
წარმოშობა მაკედონია
გარდ. თარიღი 16 ოქტომბერი 2007 (26 წლის), ხორვატია
ჟანრ(ებ)ი პოპი, ეთნო მუსიკა, როკი
საქმიანობა მომღერალი / კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი პიანინო, გიტარა
აქტიური 1996–2007
საიტი www.toseproeski.info

ტოდორ „ტოშე“ პროესკი (მაკედონ.Тодор „Тоше" Проески) — მაკედონელი[1][2] მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი. ის იყო პოპულარული ბალკანეთის ქვეყნებში. ტოშე პროესკი ცნობილი იყო მისი საფირმო ფრაზით "Ve sakam site" (მე თქვენ ყველანი მიყვარხართ) და მას უწოდებდნენ ბალკანელ ელვის პრესლის.[3] ის გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში 2007 წლის 16 ოქტომბერს ხორვატიაში.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

ტოშე დაიბადა პრილეპში,[5] მაკედონიის რესპუბლიკაში დომინიკა და ნიკოლა პროსეკების ოჯახში რომლებიც იყვნენ ქალაქ კრუშევოდან. პრილეპში მან გაატარა ბავშვობის უმეტესი ნაწილი. მას შემდეგ, რაც მისი მუსიკალური ტალანტი აღმოაჩინეს 12 წლის ასაკში, ის აირჩიეს, რომ გამოსულიყო პოპულარულ საბავშვო სიმღერების ფესტივალზე "Zlatno Slavejče" სკოპიეში.[6][7] ეს იყო მისი პირველი სახალხო მუსიკალური შესრულება, თუმცა მისი წარმატებული კარიერა დაიწყო 1996 წელს, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ მუსიკალურ ფესტივალში "Melfest" პრილეპში.

ამ საზოგადოებრივი აღიარების შემდეგ ის დააჯილდოვეს ძლიერი ვოკალური მონაცემებისთვის. მან უფრო მეტ წარმატებას მიაღწია 1997 წელს მუსიკალურ ფესტივალზე "Makfest" შტიპში სიმღერით "Pusti Me" ("გამიშვი"). მისი ფანების რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. პროესკიმ დაიწყო თანამშრომლობა მაკედონიის აღიარებულ კომპოზიტორთან გრიგორ კოპროვთან და გამოუშვა თავის კარიერაში ყველაზე წარმატებული ჰიტები "Usni na Usni" ("ტუჩები ტუჩებზე") და "Sonce vo Tvoite Rusi Kosi" ("მზე შენს ოქროსფერ თმებზე"). 1999 წელს მან ჩაწერა სადებიუტო ალბომი Nekade vo Nokta (სადღაც ღამეში), რომელიც შეიცავდა თერთმეტ სიმღერას. იმავე წლის ზაფხულში ტოშემ გამართა პირველი სოლო კონცერტი სკოპიეში.

2000 წელს პროესკიმ მონაწილეობა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2000-ის შესარჩევ ტურში სიმღერით "Solzi Pravat Zlaten Prsten" ("ცრემლები ქმნიან ოქროს ბეჭედს"), რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო მაყურებლისგან, მაგრამ ჟიურიმ მას დაბალი ქულები დაუწერა და საბოლოოდ პროესკი მესამე ადგილზე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის წერდა სიმღერებს მეორე ალბომისთვის Sinot Božji (ღმერთის შვილი). ამ ალბომში შედიოდა ისეთი ჰიტები, როგორიცაა "Nemir" ("შეუსვენებელი") (დუეტი კაროლინა გოჩევასთან), "Vo Kosi da ti Spijam" ("შენს თმებში მძინარე"), "Izlaži me Ušte Ednaš" ("კიდევ ერთხელ მომატყუე"), "Iluzija" ("ილუზია") (აიღო გრანპ-რი ფესტივალზე Slavianski Bazaar ვიტებსკში) და "Tajno Moja" ("ჩემი საიდუმლო").

ტოშე პროესკიმ მესამე ალბომი "Ako me Pogledneš vo Oči" ("თუ ჩემს თვალებში ჩაიხედავ") ჩაწერა ათენში. ეს ალბომი იყო მაკედონურ და სერბულ ენებზე. ამის შემდეგ ტოშე წავიდა ტურნეში სერბეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ბულგარეთში. პროესკიმ მოიგო ბეოვიზია ბელგრადში 2003 წლის აპრილში სიმღერით "Čija Si" ("ვის ეკუთვნი?"), რომელიც მალევე გახდა ჰიტი მაკედონიასა და სხვა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში.

ამ სიმღერას უნდა წარედგინა სერბეთი და მონტენეგრო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, მაგრამ ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ განაცხადა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას უნდოდა იმ წელს ევროვიზიაში მონაწილეობა და ყველას არ მიეცემოდა ამის უფლება. სერბეთი და მონტენეგრო (რომელიც იმ დროს მონაწილეობას იღებდა როგორც ერთი ქვეყანა) იყო ერთ-ერთი.

სუპერპოპულარობა[რედაქტირება]

ვოკალის გასაუმჯობესებლად პროესკი მეცადინეობდა ნიუ-იორკში მაესტრო ვილიამ რაილისთან, რომელიც იყო ცნობილი ტენორის ლუჩიალო პავაროტის პედაგოგი. დაბრუნების შემდეგ, ტოშე მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს მთელი მაკედონიის რესპუბლიკის მასშტაბით. მას გადასჩეს დედა ტერეზას ჯილდო და 2003 წელს ტოშე გახდა იუნისეფის ელჩი.

2004 წელს MKTV-მ აირჩია ტოშე პროესკი ევროვიზიის სიმღერის კონკურს 2004-ზე მაკედონიის წარსადგენად. თებერვალში მან შეასრულა რვა სიმღერა, რომლიდანაც ჟიურიმ, ტოშემ და ტელემაყერებლებმა აირჩიეს საუკეთესო - "Angel Si Ti" ("შენ ანგელოზი ხარ"). აპრილში პროესკიმ გამოუშვა მესამე ალბომი "Den Za Nas" ("დღე ჩვენთვის"), რომელშიც შედიოდა რვა სიმღერა ევროვიზიის შესარჩევი ტურიდან მაკედონურ ენაზე.

შესარჩევი ტურის რვავე სიმღერა ჩაიწერა ინგლისურ ენაზე, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებული "Life" გამოვიდა გაყიდვაში. ნაციონალურ ფინალზე, მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდა, ეთერში გავიდა "Life"-ის ინგლისური კლიპი, რათა მაყურებლებისთვის ეჩვენებინათ როგორ იჟღერებდა ის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, თუ შესარჩევ ტურში გაიმარჯვებდა.

ალბომის სერბულ ვარიანტში "Dan Za Nas" შედიოდა ნაციონალური ფინალიდან მხოლოდ ექვსი სიმღერა სერბულ ენაზე და "Life" ინგლისურად. ეს სიმღერა არასოდეს ჩაწერილა სერბულ ენაზე.

2004 წლის მაისში პროესკიმ გაიკავა მე-14 ადგილი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით "Life",რომელიც იყო ინგლისური ვერსია სიმღერისა "Angel Si Ti".

2004 წელს ტოშე პროესკი გახდა იუნისეფის კეთილი ნების ელჩი და ჩაწერა სიმღერა "This World", რომელიც გახდა იუნისეფის ჰიმნი. პროესლიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს Dallas Records-თან, ასე რომ მისი მომდევნო ალბომი გაიყიდებოდა ხორვატიასა და სლოვენიაში. სახელი რომ დაემკვიდრებინა ამ ქვეყნებში, პროესკიმ ჩაწერა "Krajnje Vreme” სლოვენიელ მომღერალთან ანია რუპელთან. 2005 წელს ტოშე პროესკის მეხუთე ალბომი გამოვიდა მთელი ექს-იუგოსლავიის ქვეყნების მასშტაბით. Po Tebe არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბალკანური ალბომი. ის თვეების განმავლობაში მუსიკალური ჩარტების სათავეში იყო მაკედონიის რესპუბლიკაში, სერბეთში, ხორვატიაში, სლოვენიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში.

მისი ბოლო ალბომი Igri Bez Granici (მაკედონური სათაური)/'Igra Bez Granica' (ხორვატული სათაური) ("თამაში საზღვრების გარეშე") გამოვიდა ექს-იუგოსლავიის ყველა ქვეყანაში 2007 წლის აგვისტოში.

მაკედონური, ხორვატული და სერბული ენების გარდა მან ჩაწერა ერთი სიმღერა სლოვენურად "Moja" ("ჩემი") 2007 წელს და ერთიც იტალიურად "Aria" ("ჰაერი") იტალიელ სუპერვარსკვლავთან ჯიანა ნანინისთან.

სიმღერების წერა[რედაქტირება]

პროესკი ცნობილი იყო როგორც კომპოზიტორიც. მაისი დაწერილია "Ima Li Den Za Nas" ("არის დღე ჩვენთვის?"), "Slusaš Li" ("მისმენ?"), "Malečka" ("პატარა") და "Polsko Cvekje" ("მინდვრის ყვავილი"). 2004 წელს ტოშემ დაწერა "Muza" ("მუზა") მარტინ ვუჩიკისათვის, რამაც დიდი წარმატება მოუტანა ახალგაზრდა შემსრულებელს. ერთ-ერთ ინტერვიუში ტოშემ თქვა, რომ მას 100-ზე მეტი სიმღერა ჰქონდა დაწერილი და ელოდებოდა შესაფერის დროს, რომ ისინი სტუდიაში ჩაეწერა.

15 ოქტომბერს ტოშემ უკანასკნელი ინტერვიუ მისცა მაკედონურ სატელევიზიო არხს "Kanal 5"-ს. მან ისაუბრა მუსიკალური განათლების დასრულების განზრახვაზე, პორად ცხოვრებასა და ახალ ალბომზე.[8][9]

ტოშეს უკანასკნელი კონცერტი გაიმართა 2007 წლის 5 ოქტომბერს იუსაიდის ეგიდით. კონცერტიდან შემოსული ათასობით ევრო გადაეცათ მაკედონიის სკოლებს. კონცერტს დაესწრო 20,000-ზე მეტი ადამიანი და მას თვალს ადევნებდა მთელი მსოფლიო.

გარდაცვალება[რედაქტირება]

2007 წლის 16 ოქტომბერს დილით 6:20-ზე პროესკი გარდაიცვალა ავტოავარიაში ზაგრები-ლიპოვაცის მაგისტრალზე ნოვა გრადიშკასთან ახლოს, ხორვატიაში. ის მგზავრობდა მენეჯერთან, ლილიანა პეტროვიჩთან ერთად. ავტომობილს მართავდა გეორგი გეორგიევსკი. ვოლკლვაგენი შეეჯახა სატვირთო მანქანას. ტოშე პროესკი მაშინვე დაიღუპა. ავარიის დროს მას ეძინა ავტომობილის წინა სავარძელზე.[10] დანარჩენი ორი მგზავრიდან მხოლოდ მძღოლმა მიიღო სერიოზული დაზიანება(თავის ტრავმა).

პროესკის ცხედარი შუაღამისას გადმოასვენეს სკოპიეში და შემდეგ მის მშობლიურ ქალაქში კრუშევოში გადაასვენეს. მაკედონელები შეიკრიბნენ სკოპიეს მოედანზე, რომ პატივი მიეგოთ ტოშესთვის. 17 ოქტომბერი მაკედონიაში გლოვეს დღედ გამოცხადდა.[4] ტოშე პროესკის გარდაცვალების შემდეგი სამი დღე კი კრუშევოში გლოვობდნენ.[11]

სიკვდილის შემდეგ ტოშეს მიანიჭეს მაკედონიის საპატიო მოქალაქის წოდება.[10]

სახალხო პანაშვიდი[რედაქტირება]

მაკედონიის ხელისუფლებამ ორგანიზება გაუწია სახალხო პანაშვიდ.[12], რომელიც გაიმართა 17 ოქტომბერს კრუშევოში. პანაშვიდს პირდაპირ ეთერში გადასცემდა მაკედონიის ტელევიზია და მას ესწრებოდნენ უცხოური და ადგილობრივი დელეგაციები, მათ შორის მაკედონიის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ასევე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები: კაროლინა გოჩევა, კალიოპი, ვლადო იანევსკი, ლამბე ალაბაკოსკი, ელენა რისტესკა, იოვან იოვანოვი, მარტინ ვუჩიკი, ადრიან გახა, ტიანა დეპჩევიკი და ტამარა ტოდევსკა, ჟელკო იოკსიმოვიჩი და სხვ. რელიგიური რიტუალები აღასრულა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რადგან ტოშე პროესკი მართლმადიდებელი იყო.[13]

ტოშეს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი[რედაქტირება]

2008 წლის 5 ოქტომბერს ტოშეს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა სკოპიეში, რომელზეც ოცამდე მომღერალმა ბალკანეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან შეასრულეს სიმღერები.[14]

ტოშე პროესკის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა 2009 წლის 12 თებერვალს ექს-იუგოსლავიის ყველა ქვეყანაში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

  • Nekade Vo Nokta(მაკედონურ ენაზე) (1999)
  • Sinot Božji (მაკედონურ ენაზე)(2000)
  • Ako Me Pogledneš Vo Oči (მაკედონურენოვანი ვერსია) /Ako Me Pogledaš U Oči (სერბულენოვანი ვერსია) (2002)
  • Dan Za Nas (მაკედონურენოვანი ვერსია) /Dan Za Nas (სერბულენოვანი ვერსია) (2004)
  • Po Tebe (მაკედონურენოვანი ვერსია)/Pratim Te (სერბულენოვანი ვერსია) (2005)
  • Božilak (მაკედონური ფოლკლორული სიმღერები) (2006)
  • Igri Bez Granici (მაკედონურენოვანი ვერსია) /Igra Bez Granica (ხორვატულენოვანი ვერსია) (2007)
  • The Hardest Thing (2009) (ინგლისურენოვანი ვერსია)
  • Tose & Prijateli-Jos Uvjek Sanjam Da Smo Zajedno (2010)
  • So Ljubav Ot Tose (2011)

სინგლები[რედაქტირება]

"Čija si" ("ვის ეკუთვნი") მიჩნეულია ტოშეს უდიდეს ჰიტად.

წელი სინგლი თარგმანი პოზიცია ალბომი
მკდ. ს&მ ხორ ბ&ჰ სამხ. აფრ. MTV Adria
1999 "Tajno Moja" "ჩემი საიდუმლო" 1 Sinot Božji
2003 "Ako Me Pogledaš Vo Oči" "თუ ჩემს თვალებში ჩაიხედავ" 1 1 Ako Me Pogledneš Vo Oči/Ako Me Pogledaš U Oči
"Soba Za Taga" "მწუხარების ოთახი" 1 1
2004 "Life" "ცხოვრება" 1 2 49 Den za Nas/Dan za Nas
"Čija si" "ვის ეკუთვნი" 1 1 1
2005 "Žao Mi Je" "ვწუხვარ" Po Tebe/Pratim Te
"Koj li ti Grize Obrazi" 1 1 1
"Lagala Nas Mala"(დუეტი ტონი კეტინსთან) "მან მოგვატყუა" 1 1 1
2007 "Srce Nije Kamen" "გული ქვისგან არაა შექმნილი" 1 Igri Bez Granici/Igra Bez Granica
"Volim Osmijeh Tvoj" "მიყვარს შენი ღიმილი" 1 1 1
"Nikoj Kako Tebe Ne Baknuva" "ვერავინ მკოცნის შენსავით" 1 1
"Veži Me Za Sebe" 1
"Igri Bez Granici" "თამაში საზღვრების გარეშე" 1 1 1 1
2008 "The Hardest Thing" "ურთულესი რამ" 1 ? 3 ? 1 The Hardest Thing
"My Little One"(დუეტი დიშვილ კრისტიანთან) "ჩემი პატარა"

სქოლიო[რედაქტირება]