ტოტილა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოტილა
Nuremberg chronicles f 145v 2.jpg
ოსტგუთების მეფე
მმართ. დასაწყისი: 541
მმართ. დასასრული: 552
წინამორბედი: ერარიხი
მემკვიდრე: ტეია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 552
გარდ. ადგილი: ტაგინეს მახლობლად, ახლანდელი გუალდო-ტადინო, იტალია

ტოტილა, ბადუილა (დ. უცნობია — გ. 552, გუალდო-ტადინო, იტალია) — ოსტგუთების მეფე 541-552 წწ. სათავეში ჩაუდგა სახალხო-განმათავისუფლებელ მოძრაობას ბიზანტიელ დამპყრობელთა წინააღმდეგ იტალიაში. გამოიყენა ბიზანტიის პოლიტიკით უკმაყოფილო მონების, კოლონებისა და რომაულ-იტალიური გლეხების გამოსვლები. ძველ რომაელ არისტოკრატიას და კათოლიკურ ეკლესიას ჩამოართვა მიწები და დაურიგა თავისი რაზმის წევრებსა და თავისუფალ მეომრებს. თავის ჯარში იღებდა გაქცეულ მონებსა და კოლონებს. ტოტილას დროს ოსტგუთებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს ბიზანტიელებზე - 542-551 წწ., გაათავისუფლეს თითქმის მთელი იტალია. იმპერატორ იუსტინიანეს გამოგზავნილ ახალ არმიასთან ბრძოლაში ტოტილა ტაგინესთან დამარცხდა და სასიკვდილოდ დაიჭრა.

ლიტერატურა[რედაქტირება]