ტოტემის სვეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოტემის სვეტები

ტოტემის სვეტი — მასიური ქანდაკებები, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზეა გავრცელებული. სვეტებს ამინდის ცვალებადობა განადგურებით ემუქრება, ამიტომ დღეს მათი ნაწილი მუზეუმებში ინახება. ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიასა და მიღწევებს ასახავენ და ხშირად გარდაცვლილ წინაპრებსაც გამოხატავდნენ. სვეტები ლეგენდარული ადამიანების, ცხოველებისა და ფრინველების ფიგურებისაგან შედგება. ფართოდ გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, ტოტემის სვეტები ბოროტი სულების განდევნის მიზნით არ გამოიყენებოდა. ეს სვეტი, რომელსაც ქარიშხალა ამშვენებს, კანადაში, ქალაქ ვანკუვერის სტენლი პარკში დგას. 1889 წლიდან დღემდე აქ სვეტების დიდი კოლექცია იქმნებოდა, დღეს კი პარკს ყოველწლიურად რვა მილიონი მნახველი ჰყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი, გამომცემლობა „გლობუსი“, თბ., 2008. გვ. 31