ევანჯელისტა ტორიჩელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტორიჩელი, ევანჯელისტა)
ევანჯელისტა ტორიჩელი
იტალ. Evangelista Torricelli
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1608(1608-10-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი რომი[7]
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1647(1647-10-25)[1] [2] [3] [4] [5] (39 წლის)
გარდ. ადგილი ფლორენცია[8] [1] [7]
დასაფლავებულია სან-ლორენცოს ბაზილიკა
მოქალაქეობა ტოსკანის დიდი საჰერცოგო
საქმიანობა მათემატიკოსი[1] [9] , ფიზიკოსი[1] [9] და გამომგონებელი
მუშაობის ადგილი გალილეო გალილეი, ფერდინანდო II მედიჩი და პიზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საპიენცის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ვინჩენცო ვივიანი
გავლენა მოახდინეს

ევანჯელისტა ტორიჩელი (იტალ. Evangelista Torricelli; დ. 15 ოქტომბერი, 1608, ფაენცა — გ. 25 ოქტომბერი, 1647, ფლორენცია) — იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მათემატიკური განათლება მიიღო რომში გ. გალილეის მოწაფის ბ. კასტელის ხელმძღვანელობით. 1641 გადავიდა არჩეტრიში, სადაც გალილეის ეხმარებოდა შრომების დამუშავებაში. 1642-იდან, გალილეის სიკვდილის შემდეგ, იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგის კარის მათემატიკოსი, ამავე დროს ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი. ყველაზე მეტად ცნობილია ტორიჩელის შრომები, რომლებიც ეხება პნევმატიკისა და მექანიკის საკითხებს. 1644 განავითარა ატმოსფერული წნევის თეორია, დაამტკიცა ე. წ. ტორიჩელის სიცარიელის მიღების შესაძლებლობა და გამოიგონა ვერცხლის-წყლიანი ბარომეტრი. საფუძველი ჩაუყარა ჰიდრავლიკას, გამოიყვანა ჭურჭლიდან იდეალური სითხის გამოდინების სიჩქარის ფორმულა (ტორიჩელის ფორმულა).

შრომები აქვს აგრეთვე მათემატიკაში, ბალისტიკაში და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. 7.0 7.1 7.2 Favino F. Dizionario Biografico degli Italiani — 2019. — Vol. 96.
  8. Гельфер Я. М. Торричелли Эванджелиста // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1977. — Т. 26 : Тихоходки — Ульяново. — С. 116.
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118623427 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.