ტორეტამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ტორეტამი
Төретам
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ოლქი ყიზილორდა
რაიონი კარმაკში
კოორდინატები 45°40′00″ ჩ. გ. 63°20′00″ ა. გ. / 45.66667° ჩ. გ. 63.33333° ა. გ. / 45.66667; 63.33333
დაარსდა 1906
ადრეული სახელები ტიურატამი
მოსახლეობა 9 548 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+6
საფოსტო ინდექსი 120513
საავტომობილო კოდი 11
ტორეტამი — ყაზახეთი
ტორეტამი

ტორეტამი (ადრე ტიურატამი, ყაზახ. Төретам) — სოფელი ყაზახეთის ყიზილორდის ოლქის კარმაკშის რაიონში. ტორეტამის სასფოლო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ერთადერთი დასახლებული პუნქტი.

მდებარეობს ორენბურგ-ტაშკენტის რკინიგზის ხაზზე. მისი მნიშვნელობა გაიზარდა 1955 წლიდან, როდესაც მის მახლობლად დაიწყეს ბაიკონურის კოსმოდრომის მშენებლობა. ტორეტამი წარმოადგენს ქალაქ ბაიკონურის სამხრეთით მდებარე გარეუბანს. ქალაქი სოფლისაგან გამოყოფილია რკინა-ბეტონის კედლით. დასაქმებული მოსახლეობის უმეტესობა მუშაობს ბაიკონურში.

სოფელში ორი საშუალო სკოლა და ორი მეჩეთია. სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 7 კილომეტრში მდებარეობს აეროპორტი კრაინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]