ტორესის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტორესის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Torres Islands

ტორესის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 13°15′ ს. გ. 166°37′ ა. გ. / 13.250° ს. გ. 166.617° ა. გ. / -13.250; 166.617
კუნძულთა რაოდენობა 7
მთავარი კუნძული ჰიუ
ფართობი 117,8 კმ²
უმაღლესი წერტილი 366 მ
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია ტორბა
დემოგრაფია
მოსახლეობა 826 (2009)
სიმჭიდროვე 7,012 ად. /კმ²

ტორესის კუნძულები (ინგლ. Torres Islands) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სანტა-კრუსის კუნძულებსა და ახალ ჰებრიდებს შორის. შედის ვანუატუს რესპუბლიკის პროვინცია ტორბას შემადგენლობაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია დასახლება ლუნგჰარეგი (Lungharegi).

კუნძულების ჩრდილოეთით მდებარეობს სოლომონის კუნძულების პროვინცია ტემოტუ, სამხრეთით — კუნძული ესპირიტუ-სანტო, სამხრეთ-აღმოსავლეთში — ბანქსის კუნძულები.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპელების მიერ კუნძულების აღმოჩენამდე ტორესის კუნძულების სახელი იყო ვავა ან ვავე (Vava or Vave) [ˈβaβə]. მიუხედავად ამისა, XIX საუკუნის დასაწყისში მათ დაერქვა ტორესის კუნძულები პორტუგალიელი ზღვაოსნის, ლუის ვაეს დე ტორესის პატივსაცემად, რომელმაც 1606 წელს გამოიკვლია ზოგიერთი კუნძული ვანუატუს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში. მიუხედავად ამისა, არც ტორესს და არც პედრო ფერნანდეს კიროსს (მისი მეთაური) არასდროს უნახავთ და არ გადასულან ტორესის კუნძულებზე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორესის კუნძულების შემადგენლობაში შედის შვიდი კუნძული: ჰიუ (Hiu ან Hiw), მეტომა (Metoma), ტეგუა (Tegua), ნგველი (Ngwēl), ლინუა (Linua), ლო (Lo ან Loh) და ტოგა (Toga).

კუნძული ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
უმაღლესი წერტილი,
კოორდინატები
1 ჰიუ 51,1 269 366 13°08′20″ ს. გ. 166°33′49″ ა. გ. / 13.13889° ს. გ. 166.56361° ა. გ. / -13.13889; 166.56361
2 მეტომა 3,0 13 115 13°12′28″ ს. გ. 166°36′02″ ა. გ. / 13.20778° ს. გ. 166.60056° ა. გ. / -13.20778; 166.60056
3 ტეგუა 30,7 58 300 13°14′48″ ს. გ. 166°37′01″ ა. გ. / 13.24667° ს. გ. 166.61694° ა. გ. / -13.24667; 166.61694
4 ნგველი 0,1 4 13°16′08″ ს. გ. 166°35′10″ ა. გ. / 13.26889° ს. გ. 166.58611° ა. გ. / -13.26889; 166.58611
5 ლინუა 2,2 26 13°19′37″ ს. გ. 166°37′57″ ა. გ. / 13.32694° ს. გ. 166.63250° ა. გ. / -13.32694; 166.63250
6 ლო 11,9 210 115 13°21′02″ ს. გ. 166°38′40″ ა. გ. / 13.35056° ს. გ. 166.64444° ა. გ. / -13.35056; 166.64444
7 ტოგა 18,8 276 240 13°25′20″ ს. გ. 166°41′30″ ა. გ. / 13.42222° ს. გ. 166.69167° ა. გ. / -13.42222; 166.69167
სულ 117,8 826 366 13°15′ ს. გ. 166°37′ ა. გ. / 13.250° ს. გ. 166.617° ა. გ. / -13.250; 166.617

კუნძულები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 42 კმ-ზე. კუნძულების რელიეფი გორაკიანია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორესის კუნძულები მწირე არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით დასახლებული იყო დაახლოებით 3200 წლის წინ. მრავალი ფაქტი, როგორც არქეოლოგიური ასევე ზეპირსიტყვიერი მოწმობს იმაზე, რომ ევროპელებთან პირველ კონტაქტამდე კუნძულებზე იყო დასახლებების ორგანიზაციის სრულიად სხვანაირი სისტემა. თანამედროვეობისგან განსხვავებით ძველად დასახლებები მდებარეობდა არა სანაპიროებზე, არამედ კუნძულების შიდა რაიონებში და წარმოადგენდა გაფართოებული ოჯახების დასახლებებს (კუნძულებზე მათ ერქვათ გმელი). შედეგად კუნძულების ცენტრალურ ნაწილში მოიპოვება ბევრი გასუფთავებული მონაკვეთი, რომელზეც მდებარეობს შინაური მეურნეობა და სარიტუალო მოედნები.

ტორესის კუნძულები ევროპელებმა აღმოაჩინეს მხოლოდ XIX საუკუნეში. მაგრამ უკვე 1880-იან წლებში კუნძულებზე გამოჩნდა პირველი ანგლიკანური მელანეზიური მისიის მისიონერები. ამ დროს მიეკუთვნება კუნძულების მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლება სანაპიროებზე. მისიონერები ხელს უწყობდნენ არა მარტო ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას, არამედ განათლებასაც. მაგრამ კუნძულებზე განათლება 1970-იან წლებამდე ხდებოდა კუნძულ მოტას ენაზე, რომელიც მდებარეობდა ბანქსის კუნძულებზე, სადაც იმყოფებოდა მისიის რეგიონალური ცენტრი. ამავე ენაზე გადაითარგმნა ბიბლია. ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახა ტორესის კუნძულების ადგილობრივ ენებზე.

მიუხედავად კუნძულებზე ანგლიკანურ მელანეზიური მისიის არსებობისა, პირველი მუდმივი მისიონერული ცენტრი კუნძულებზე გამოჩნდა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში.

მიუხედავად მისიონერების ბევრი დადებითი საქმიანობისა, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა მრავალრიცხოვანი ეპიდემიური დაავადებებისაგან, რომლებიც კუნძულებზე შეიტანეს ევროპელებმა. შედეგად, 1930-იანი წლების დასაწყისში მკვიდრი მაცხოვრებლების რაოდენობა შეადგენდა სულ 56 ადამიანს.

კოლონიალური ბატონობის პერიოდში კუნძულები იყო ახალი ჰებრიდების ფრანგულ-ბრიტანული თანამფლობელობის ნაწილი. 1980 წელს ტორესის კუნძულები გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ნაწილი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ტორესის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 826 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ უპირატესად ზღვის ნაპირებთან ახლოს თავმოყრილ ათ დასახლებულ პუნქტში.

ტორესის კუნძულებზე არსებობს ორი ადგილობრივი ენა: ჰიუ და ლო-ტოგა. ჰიუს ენაზე ლაპარაკობს კუნძულ ჰიუზე მცხოვრებნი (დაახლოებით 200 ადამიანი), ლო-ტოგაზე — ძირითადად ლოჰის და ტოგას კუნძულებზე მაცხოვრებლები (დაახლოებით 750 ადამიანი). ლო-ტოგას ენაში გამოიყოფა ორი დიალექტი — ლო და ტოგა. ამ ენების საფუძვლიანი შესწავლის პირველი ცდა მოხდა მხოლოდ 2004 წელს ფრანგი ენათმეცნიერის მიერ.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს კუნძულ ლინუაზე აშენდა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ ავიაკავშირს ვანუატუს სხვა კუნძულებთან. კუნძულებზე არსებობს სატელეფონო კავშირი, მცირე საავადმყოფო, მაგრამ არ არსებობა ბანკები და პოლიციის უბნები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორესის კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა ნატურალური მეურნეობა და თევზჭერა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორესის კუნძულები მდებარეობს მელანეზიური და პოლინეზიური კულტურების საზღვარზე. მოსახლეობის მცირე რაოდენობის მიუხედავად, შენარჩუნებულია საკმაოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, კერძოდ, რიტუალური ქუდები — ტემეტი (temēt), რომელიც გამოიყენება რიტუალური სიმღერების და ცეკვების შესრულების დროს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]