ტონი უორდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტონი უორდი

ტონი უორდი (სრული სახელი ენტონი ბორდენ უორდი, Anthony Borden Ward) — ამერიკელი მოდელი. დაიბადა 1963 წლის ივნისში, კანზასში (აშშ).

ტონი უორდმა სახელი მოიხვეჭა, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სუპერმოდელმა მამაკაცმა. თავდაპირველად იგი ქელვინ კლაინის საცვლების ლეგენდარულ სარეკლამო ფოტოებში ჰერბ რიტსმა გადაიღო. მოგვიანებით ტონი უორდი ისეთ ფოტოგრაფებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა ბრიუს უებერი, ელენ ფონ ანვერთი, გრეგ გორმანი, კარლ ლაგერფელდი, რიკ კასტრო, კენ ჰააკი, ლანს შტედლერი, მიჰაელ ტაუბენჰაიმი, სტივენ კლაინი, სტივენ მაისელი, ტერი რიჩარდსონი. მას ისეთი დიზაინერების რეკლამებისთვის იღებდნენ, როგორებიცაა რობერტო კავალი, შანელი, დოლჩე & გაბანა, დიზელი, ფენდი, H&M, ჰიუგო ბოსი. 1996 წელს მან პირველი როლი მიიღო ფილმში "თეთრკანიანი მეძავი". ტონი უორდი თვითონაც დიზაინერია და აქვს თავისი ბრენდი SixInTheFace.

ერთ დროს იყო მადონას მეგობარი მამაკაც და 1990-იან წლებში მომღერლის რამდენიმე მუსიკალურ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. 1992 წელს უორდი პოზირებდა მადონას სკანდალური ილუსტრირებული წიგნისთვის "სექსი".

ტონი უორდი დაქორწინებულია შინობუ სატო უორდზე. წყვილს სამი შვილი ჰყავთ - ტორა დალი, ლილი ტატსუ და რუბი ლავი. უორდის ლიბერალურმა შეხედულებებმა სხეულსა და სექსუალობასთან მიმართებაში, მას დიდი აღიარება და პატივისცემა მოუპოვა გეი წრეებში.