ტონალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტონალა
Tonalá
გერბი
გერბი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი ხალისკო
კოორდინატები 20°37′ ჩ. გ. 103°14′ დ. გ. / 20.617° ჩ. გ. 103.233° დ. გ. / 20.617; -103.233
ფართობი 119,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1540
მოსახლეობა 374 258 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 3 784 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
საფოსტო ინდექსი 45400 - 45429
ოფიციალური საიტი http://www.tonala.gob.mx/es/

Map of Mexico Demis.png

Red pog.svg

ტონალა (ესპ. Tonalá) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში, გვადალახარის მეტროპოლიურ არეალში, ხალისკოს შტატში.

2005 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 374 258 ადამიანს შეადგენს, მთლიანი მუნიციპალიტეტის კი 408 729-ს. მუნიციპალიტეტი ქალაქ გვადალახარის გვერდით, აღმოსავლეთიდან მდებარერობს. გვადალახარის აგლომერაციაში, რომელიც რვა მუნიციპალიტეტს მოიცავს, 4 095 853 ადამიანი ცხოვრობს; იგი მექსიკის სიდიდით მეორე ურბანული კონცენტრაციაა მეხიკოს შოემდეგ.

კვირაში ორი დღე (სამშაბათი და კვირა) ქალაქში უდიდესი ქუჩის ბაზრობა იმართება, რომელიც რამდენიმე მთავარ ქუჩას ფარავს. გასაყიდათ გამოაქვთ კერამიკა, ხელნაკეთი ნივთები და ა. შ.

ამ არეალში არსებული თიხამიწა ნიადაგის წყალობით, საუკუნეთა მანძილზე ქალაქის ტრადიციულ საქმიანობას მეთუნეობა წარმოადგენდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]