ტომ დენისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომ დენისი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 1881
გარდ. თარიღი: 1939
მოქალაქეობა: ინგლისის დროშა ინგლისი

ტომ ა. დენისი (ინგლ. Tom A. Dennis; დ. 1881 — გ. 1939[1]) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე.

მონაწილეობდა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ ფინალში (1927, 1929−1931), მაგრამ ყველა წააგო ჯო დევისთან. 1931 წელს, როდესაც პირველობა ტარდებოდა ნოტინგემში, დენისი ფინალურ მატჩში იგებდა 14:10-ს, შემდეგ კი 19:16, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა დევისთან ანგარიშით 21:25.[2] აღსანიშნავია, რომ 1931 წელს ტომი და ჯო მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი მონაწილეები იყვნენ.

თავისი ბოლო მატჩი ჩემპიონატზე ტომმა გამართა 1933 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]