ტოლედოს საკათედრო ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარი ფასადი

ტოლედოს საკათედრო ტაძარი (ესპ. La catedral de Santa María de Toledo) — კათოლიკური ტაძარი ესპანეთში, ერთ-ერთი სამი XIII საუკუნის მაღალი გოთური სტილის კათედრალთაგან ესპანეთში და ამ ქვეყანაში გოთური სტილის უმნიშვნელოვანეს ნამუშევარს წარმოადგენს. მისი მშენებლობა 1226 წელს დაიწყო ფერდინანდ III-ის მეფობის პერიოდში. მასში ბოლო გოთური დეტალები დამატებულ იქნა XV საუკუნეში, 1493 წელს, ხოლო გუმბათები და ცენტრალური ნავი კათოლიკე მონარქების პერიოდში დასრულდა. ტაძრის პროტოტიპად ბურგესის კათედრალი გამოიყენეს, თუმცა მისი ხუთნავიანი გეგმა მშენებელთა გამიზნული ცვლილება იყო, რათა კათედრალით მთლიანად დაეფარათ ქალაქის ყოფილი მეჩეთის წმინდა ადგილი. მასში ასევე შერწყმულია მუდეხარის სტილის ნიშნები, განსაკუთრებით თაღედში. განსაკუთრებით თვალშისაცემია სინათლის გამოყენება და ამბულატორული თაღების სტრუქტურული მიღწევები. ნაგებია ოლიჰუელას თეთრი ქვით (ტოლედოს შორიახლოს მდებარე მცირე დასახლება).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: