ტოკუტომი როკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოკუტომი როკა

ტოკუტომი როკა (ნამდვილი სახელი კენძირო) (დ. 8 დეკემბერი, 1868, კუმამოტოს პრეფექტურა — გ. 18 სექტემბერი, 1927, ტოკიოს მახლობლად), იაპონელი მწერალი. პირველმა რომანმა "არყოფნა უკეთესია" (1899) მსოფლიო აღიარება მოუტანა. გატაცებული იყო ლ. ტოლსტოის იდეებით და 1906 ეწვია კიდევ მას იასნაია-პოლიანაში, შეხვედრის შთაბეჭდილებები კი ასახა "პილიგრიმის ჩანაწერებში". ეკუთვნის რომანები "კუროსივო" (1902), "ფუძი" (1925-1928) და სხვა. ესეების კრებულები "ბუნება და ადამიანი" (1900), "ჭიაყელას ბუტბუტი" (1913).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 10, გვ. 11, თბ., 1986