ტოკიოს ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოკუგავა იეიასუ

ტოკიოს ისტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, როდესაც მისი შემოგარენი დასახლებული იყო ძირძველი მოსახლეებით.

XII საუკუნეში ადგილობრივმა მეომარმა ედო ტარო სიგენადმა დააარსა ფორტი. 1457 წელს, ოტა დოკანმა, კანტოს მმართველმა ააშენა ციხესიმაგრე ედო. 1590 წელს ამ ციხესიმაგრის მმართველი გახდა ტოკუგავა იეიასუ, სიოგუნატის დინასტიის დამაარსებელი. ამრიგად, ედო გახდა შოგუნთა დინასტიის დედაქალაქი, ხოლო იმპერიის დედაქალაქად რჩებოდა კიოტო. იეიასუმ დააარსა მრავალწლიანი მმართველობის ინსტიტუტი. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა და XVIII საუკუნისათვის ის გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქი. 1615 წელს, იეიასუს არმიამ გაანადგურა თავისი მოწინააღმდეგეები — ტოიოტომის დინასტია, და ამით მოიპოვა აბსოლუტური მმართველობა მთელი 250 წელიწადის განმავლობაში. 1868 წელს, მეიძის რესტავრაციის დროს, მოხდა შოგუნთა დინასტიის დამხობა და იმპერიის მმართველობის აღდგენა. 1869 წელს, იმპერატორმა მუცუჰიტომ დედაქალაქი გადაიტანა ედოში და დაარქვა ტოკიო, და ამან წარმოქმნა დებატები იმის შესახებ, დარჩებოდა თუ არა კიოტო იმპერიის დედაქალაქად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სწრაფად დაიწყო განვითარება მრეწველობამ და გემთმშენებლობამ. 1872 წელს აშენდა სარკინიგზო ხაზი ტოკიო-იოკოგამა. 1877 წელს, კი კობე-ოსაკა-ტოკიო. 1923 წლის 1 სექტემბერს კანტოში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა (რიხტერის შკალით 8-9 მაგნიტუდა), რომლის შედეგად დაინგრა და დაიწვა ქალაქის ნახევარზე მეტი. დაიღუპა 140 000 ადამიანი[1]. ქალაქმა დაიწყო ნელ-ნელა აღდგენა.

ქალაქი სერიოზულად დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 8 მარტს, საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა 80 000 ადამიანი. დაიწვა მრავალი ხის შენობა, მათ შორის იმპერატორის ძველი სასახლეც. ომის შემდგომ ტოკიო ოკუპირებულ იქნა, კორეის ომის დროს ტოკიოში განლაგებული იყო რამდენიმე ამერიკული ბაზა.

XX საუკუნის შუალედში ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად განვითარდა, რაც ცნობილი იყო „ეკონომიკური სასწაულის“ სახელწოდებით. 1966 წელს, ტოკიო მსოფლიოში თავისი ეკონომიკის სწრაფი განვითარების მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. ტოკიომ 1964 წლის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე დაამტკიცა, რომ ომის დროინდელი ტრავმები უკვე მოშუშებული ჰქონდა. მან მსოფლიო არენაზე თავი გამოიჩინა.

70-იან წლებში ქალაქს მოაწვა სოფლიდან ჩამოსული მუშახელის ტალღა, რამაც გამოიწვია ქალაქის შემდგომი განვითარება. 80-იანი წლების ბოლოს ის უკვე გადა დინამიკურად განვითარებული ქალაქი დედამიწაზე.

1995 წლის 20 მარტს, ტოკიოს მეტროში მოხდა გაზის აფეთქება ზარინის (ქიმიური იარაღი) გამოყენებით. ტერაქტი თავის თავზე აიღო რელიგიურმა სექტამ აუმ სინრიკიომ. ტერაქტის შედეგად დაზარალდა 5 000 ადამიანზე მეტი, მათგან 11 დაიღუპა.

სეისმურად აქტიურმა ზონამ, გამოიწვია დისკუსია იმის შესახებ, რომ იაპონიის დედაქალაქი გადაეტანათ სხვა ქალაქში. სულ დასახელებული იყო 3 კანდიდატი ქალაქი: ნასუ (300 კილომეტრი ჩრდილოეთით), ხიგასინო (ცენტრალური იაპონია); და ახალი ქალაქი მიეს პროვინციაში, ნაგოიას შორიახლოს (450 კილომეტრი ტოკიოს დასავლეთით). თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს დისკუსია დახურულიყო.

ამ დროისათვის ტოკიო აგრძელებს გავნითარებას. თანდათანობით ხორციელდება პროექტები ხელოვნური კუნძულების შესაქმნელად. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ოდაიბა, რომელიც წარმოადგენს მთავარ სავაჭრო და გასართობ ცენტრს.

1897-1898 წლებში ტოკიოში აღმოცენდა პირველი პროფკავშირები. 1918 წელს მიმდინარეობდა „ბრინჯის აჯანყებები“. XX საუკუნის დასაწყისში ტოკიოში და იაპონიის სხვა ქალაქებში შეიქმნა კომუნისტური წრეები და ჯგუფები, რომელთა ბაზაზე 1922 წელს შეიქმნა იაპონიის კომუნისტური პარტია.

2011 წელს კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით მომხდარი მიწისძვრა, საკმაოდ იგრძნობოდა დედაქალაქშიც. იყო ცუნამიც[2] სტიქიის დროს მნიშვნელოვნად იქნა შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.[3] ბირთვული კრიზისი ფუკუშიმაზე გამოწვეული იყო ცუნამის შედეგად.[4][5] ტოკიო მნიშვნელოვან ზიანს იღებდა XX საუკუნის სტიქიების შედეგად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tokyo-Yokohama earthquake of 1923
  2. Despite Major Earthquake Zero Tokyo Buildings Collapsed Thanks to Stringent Building Codes. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
  3. Williams, Carol J. (March 11, 2011). „Japan earthquake disrupts Tokyo, leaves capital only lightly damaged“. http://www.latimes.com/. ციტირების თარიღი: 11 October 2011. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  4. Tokyo Radiation Levels- Metropolis Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 25 April 2012.
  5. Tokyo radiation levels – daily updates – April. ციტირების თარიღი: 11 October 2011.