ტობაგო (კუნძული)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტობაგო
მშობ. სახელი: Tobago
Flag of Trinidad and Tobago.svg
გეოგრაფია
Tobago parishes.svg
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები:11°10′58″ ჩ. გ. 60°44′14″ დ. გ. / 
ფართობი 300 კმ²
სიგრძე 41 კმ
სიგანე 14 კმ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 54 000 (2000)

ტობაგოკუნძული კარიბის ზღვაში, მდებარეობს კ. ტრინიდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტრინიდადი და ტობაგოს სიდიდით მეორე კუნძული. ფართობი 300 კმ². კუნძულის სახელი მომდინარეობს ინგლისური სიტყვა tobacco-დან, რაც ქართულად თამბაქოს ნიშნავს.

ისტორია [რედაქტირება]

ტრინიდადის მსგავსად ტობაგოც კოლუმბმა აღმოაჩინა და კუნძული ესპანელებმა დაიკავეს. სხვა ახლო მდებარე კუნძულებისგან განსხვავებით, ამ კუნძულს კოლონიზაციის კვალი ნაკლებად დაეტყო. თუმცა XII საუკუნეში ამ კუნძულისათვის იბრძოდნენ ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები და ასევე ძველი ლატვიური საჰერცოგოც. 1704 წელს კუნძული გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად, თუმცა იმის მერე, რაც კუძულზე მეკობრეებმა თავიანთი ბაზა დააარსეს, აქ 1763 წელს ბრიტანეთმა ისევ აღადგინა კოლონიალური მმართველობა. 1888 წელს ტობაგო გაერთიანდა ტრინიდადთან, 1889 წელს შექმნა საკუთარი დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანო, ხოლო 1946 წელს გახდა თვითმმართველი ტერიტორია ბრიტანეთის შემადგენლობაში. 1960-იანი წლების დასაწყისში ტრინიდადმა და ტობაგომ მიიღეს დამოუკიდებელი შიდა თვითმმართველობის უფლება, ხოლო 1962 წელს მათ მიიღეს სრული დამოუკიდებლობა.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]