ტიხვინის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნიციპალური რაიონი
ტიხვინის რაიონი
Тихвинский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ტიხვინი
კოორდინატები 59°42′00″ ჩ. გ. 33°35′00″ ა. გ. / 59.70000° ჩ. გ. 33.58333° ა. გ. / 59.70000; 33.58333
დაარსდა 1 აგვისტო, 1927
ფართობი 7 018 კმ²
მოსახლეობა 70 988 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 10.12 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81367
ოფიციალური საიტი tikhvin.org

ტიხვინის რაიონი (რუს. Тихвинский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტიხვინი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 70 988 ადამიანს შეადგენდა. რაიონის ფართობია 7018 კმ², მდებარეობს ლენინგრადის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში. რაიონს ჩრდილოეთიდანლოდეინოპოლეს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — პოდპოროჟიეს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ბოქსიტოგორსკის, სამხრეთ-დასავლეთიდან — კირიშის და ჩრდილო-დასავლეთიდან — ვოლხოვის რაიონები ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდანვოლოგდის და სამხრეთიდანნოვგოროდის ოლქები.

ტიხვინის რაიონამდე, დაახლოებით მის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ერთეული — ტიხვინის მაზრა იყო. ტიხვინის რაიონი კი 1927 წლის სექტემბერში შეიქმნა. 1930 წელს კი ოკრუგების გაუქმების შედეგად ოლქის შემადგენლობაში შევიდა. დიდი სამამულო ომი რაიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

2006 წლის 1 იანვარს, რაიონმა მუნიციპალური სტატუსი მიიღო, მიშ შემადგენლობაში წარმოიქმნა 1 საქალაქო და 8 სასოფლო დასახლება, ქალაქი ტიხვინი მის შემადგენლობაში შევიდა, როგორც საქალაქო დასახლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]