ტიურინგის პრემია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიურინგის პრემია (ინგლ. Turing Award) — ყოველწლიური ჯილდო დაწესებული გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის (Association for Computing Machinery) მიერ. პრემია ენიჭება პიროვნებას „კომპიუტერულ საზოგადოებაში შეტანილი ტექნიკური ხასიათის წვლილისთვის“. გათვალისწინებულია, რომ „წვლილი უნდა იყოს ხანგრძლივი და ძირითადი ტექნიკური მნიშვნელობისა კომპიუტერულ დარგში“. ტიურინგის პრემია ცნობილია როგორც „უმაღლესი ღირსება კომპიუტერულ მეცნიერებაში“ და „კომპიუტერული მეცნიერების ნობელის პრემია“.

პრემიას სახელი დაერქვა ცნობილი ინგლისელი მათემატიკოსისა და კომპიუტერული მეცნიერის, ალან ტიურინგის პატივსაცემად. ტიურინგი ცნობილია როგორც თეორიული კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მამამთავარი. 2007 წლიდან, ინტელისა და გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, პრემიას თან ახლავს ჯილდო 250 000 ამერიკული დოლარის ოდენობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: