ტირანისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტირანისებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Tyrannidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ტირანისებრნი (Tyrannidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 7,6-40 სმ აღწევს. გაბრტყელებული ნისკარტის ფუძესთან ჯაგრები აქვთ, წვერზე — ზოგჯერ კაუჭი. ფრთები ან მოკლე და ფართოა, ან გრძელი და მახვილი. ფერად რუხი, მურა ან მომწვანო, იშვიათად თეთრი, ყვითელი ან წითელია. ოჯახში 365 სახეობაა. გავრცელებულია ამერიკაში (უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა), გალაპაგოსისა და ფოლკლენდის კუნძულებზე. იკვებებიან მწერებით, კენკრით, ზოგი — პატარ-პატარა ხერხემლიანებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 723, თბ., 1985 წელი.