ტიმოლეონ დ'ეპინე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიმოლეონ დ’ეპინე, მარკიზი დე სენ-ლიუკი (ფრანგ.: Timoléon d'Espinay, marquis de Saint Luc) (* 1580; † 1644, ბორდო), ფრანგი მხედართმთავარი, საფრანგეთის მარშალი და სამეფო ორდენის რაინდი.

ტიმოლეონ დ’ეპინე იყო საფრანგეთის არტილერიის გრან-მეტრის ფრანსუა დ’ეპინე, სენიორ დე სენ-ლიუკის და მისი მეუღლის ჟანა დე კოსეს, მარშალ შარლ I დე კოსე, გრაფ დე ბრისაკის ასულის უფროსი ვაჟი.

1603 წელს იგი ჰერცოგ დე სიუის ახლდა დიპლომატიურ კორპუსში ლონდონში. 1622 წელს როგორც საფრანგეთის ვიცე-ადმირალმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლა როშელის დამცველებზე და აიძულა ჰუგენოტების მეთაური ბენჟამენ დე როჰანი, ბარონი დე სუბისი დაეტოვებინა კუნძულები რე და ოლერონი.

1627 წელს ტიმოლეონ დ’ეპინე გიენის პროვინციის გენერალ-შტატჰალტერად დაინიშნა და საფრანგეთის მარშლის წოდება მიენიჭა. 1644 წელს იგი ქალაქ ბორდოში გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს „ორლეანის კაპელაში“ (ფრანგ.: Chapelle d'Orleans).