ტიმოთეს მიმართ (მეორე) ეპისტოლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა მოციქული პავლე

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლე შედგება 4 თავისაგან. ტიმოთე იყო პავლეს უახლოესი მოწაფე.

ტიმოთესადმი გაგზავნილი ეპისტოლე პავლე მოციქულმა დაწერა რომის საპყრობილეში, მოწამებრივი აღსასრულის მოლოდინში. თავის საყვარელ შვილს მოციქული სთხოვს, მალე ჩავიდეს მასთან, წამოიღოს ტროაში დატოვებული მისი წიგნები და მოსასხამი და წამოიყვანოს მარკოზი, რომელიც მას სჭირდება მსახურებისათვის. ამ ეპისტოლეში წარმოდგენილია მოციქულის ანდერძი თავის მემკვიდრეებისადმი ღვთის მსახურებისა და ქრისტეს მოძღვრების დაცვის საქმეებში. „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე“ – ასეთი სიტყვებით ახასიათებს მოციქული თავის განვლილ გზას (2ტიმ. 4,7), რომელიც ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრების ლოზუნგი უნდა იყოს.

ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეები თავისი შინაარსით მსგავსია ტიტეს მიმართ ეპისტოლისა, რადგან პავლე მოციქული თითქმის მსგავსი შინაარსის მითითებებს იძლევა ორივე მათგანში. ამიტომ, მათ „სამოძღვრო ეპისტოლეებს“ უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]