ტიმბუქტუ

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიმბუქტუ (მალი)
ტიმბუქტუ
ტიმბუქტუ
ტიმბუქტუ მალის რუკაზე
დიდი მეჩეთის კოშკი

ტიმბუქტუ, ტომბუქტუ (Timbouktou, Tombouctou, Tin-Bouktou, Timboutch) — შუასაუკუნეების ქალაქი მალიში, 13 კმ-ში მდინარე ნიგერიდან, მოსახლეობა - 32.414 ად. (2004).

დაარსდა ტუარეგების მიერ დაახ. 1100 წელს ტრანსსაჰარის ქარავნების გასაჩერებლად და მნიშვნელობას იძენს მალის იმპერიის შემადგენლობაში შესვლისას. მანსა მუსამ აქ აღმართა საკუთარი სასახლე (რომლისგან კვალი დღემდე არ შემორჩენილა), ასევე საკათედრო მეჩეთი დამახასიათებელი კოშკით (გადაკეთებულია). 1353 წელს ქალაქი მოინახულა განთქმულმა მოგზაურმა იბნ ბატუტამ, რომელმაც ვრცელი არწერა დატოვა იმდროინდელი ქალაქის იერსა და ცხოვრებაზე.

XVI და XVI საუკუნეებში ტიმბუქტუ ზღაპრულად გამდიდრდა ოქროსა და მარილის ვაჭრობით და უმსხვილეს საქარავნო ვაჭრობის ცენტრად იქცა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ვაჭრებს ფეხდაფეხ მოჰყვნენ არაბი მეცნიერები და მწერლები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას სანკორის სასწავლებელში ეწეოდნენ. 1433 წელს ტიმბუქტუ ტუარეგებმა დაიპყრეს.


თარგი:მალი

პირადი ხელსაწყოები