ტილაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდოელი ქალი ტილაკითა და ბინდით

ტილაკა ან ტილაკი (სანსკ: तिलक IPA t̪ɪˈlək ტილაკ)[1] არის ინდუისტური ნიშანი, რომელსაც შუბლზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე ატარებენ. ტილაკას, სხვადასხვა ჩვეულებების მიხედვით, ან ყოველდღიურად ან მხოლოდ რელიგიურ მოვლენებზე იყენებენ.

ტილაკას მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტილაკა გამოხატავს მესამე ან გონების თვალს, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ინდუისტურ ღმერთთან, მედიტაციის იდეასთან და სულიერ გასხივოსნებასთან. წარსულში, ტილაკას ძირითადად ღვთაებები, მოძღვრები, განდეგილები ან თაყვანისმცემლები ატარებდნენ, მაგრამ ახლა ინდუისტთა უმრავლესობის ადათია. მან შეიძლება განსაზღვროს ვინ ინდუიზმის რომელ ტრადიციას მიყვება. მზადდება სანდალოზის ცომისგან, ნაცრისგან (ვიბჰუტი), კუმკუმისგან, სინდურისგან, წებოსგან ან სხვა ნივთიერებისგან. ცომი იდება შუბლზე ან, ზოგ შემთხვევაში, თავის ზედა ნაწილზე.

ტილაკის ისტორია და განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტილაკი ფხვნილის ან ცომის შუბლზე წაცხობით შექმნილი ნიშანია. იშვიათად, შუბლის დიდ ნაწილზე შვეულად ან თარაზულად იშლება და შეიძლება ცხვირიც კი დაფაროს. ყველაზე თვალსაჩინო და გავრცელებული ვაიშნავიტებისა და უფალ ვიშნუს ინკარნაციების, ძირითადად უფალ კრშნას, მიმდევრებისაა. ტილაკი შედგება გრძელი ხაზისგან, რომელიც იწყება თმის დასაწყისის ძირიდან თითქმის ცხვირის წვერამდე. შუაში წაგრძელებული V-თი იჭრება. საფეთქლებზეც შეიძლება იყოს ორი ნიშანი. ეს ტილაკა, ტრადიციულად, სანდალოზის ცომისგან კეთდება.

ტილაკის სხვა ძირითად ვარიანტებს ატარებენ შივაიტები და შაკტისტები.

დღეს, ბევრი ინდუისტი ტილაკს ყოველდღე არ იყენებს. ქალები მას ძველ ტრადიციად მიიჩნევენ, რომელიც დასავლურ ჩაცმულობას არ უხდება, მაგრამ ბევრი ინდუისტი ქალი ატარებს ბინდის. მას ატარებენ რელიგიურ მოვლენებზე და დღესასწაულებზე (დაბადების დღე, ქორწილი, სხვ.) ან ქორწინების შემდეგ.

ტილაკა კასტებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუისტური კასტური სისტემის მიხედვით, ტილაკთა 4 სახეობაა[2].

ბრაჰმან ტილაკი - ურდჰაპუნდრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუბლზე U მსგავს ვერტიკალურ ნიშანს აკეთებს.

ქშატრია ტილაკი - ტრიპუნდრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი თაღი.

ვაიშია ტილაკი - არდჰაჩანდრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარმთვარე ტილაკი ბინდით ანუ თაღის შუაში მრგვალი ნიშნით.

შუდრა ტილაკი - პარტალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მრგვალი ნიშანი შუბლზე

ტერმინოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი ფხვნილი ტიკკა ჰარიდვარიდან

„ტილაკაზე“ ხშირად წარმოითქმება „ტილაკ“, რადგან ინდურ ენებში „ა“ ყოველთვის არ იკითხება.

ნეპალში, ბიჰარსა და სხვა რეგიონებში ტილაკს ტიკას ეძახიან (टिका IPA: ʈɪkaː[3]).

ტილაკის სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ტილაკის 19ნაირი სახეობა[4].

ვიჯაიშრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეთრი ტილაკი ურდჰვაპუნდრა შუაში თეთრი ზოლით[5]. ჯაიპურის სვამი ბალანანდი ამ ტილაკის დამაარსებელი იყო.

ტილაკი ბენდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეთრი ტილაკი ურდჰვაპუნდრა შუაში თეთრი წრიული ნიშნით[6]. შემოიღო ბადასთჰან აიოდჰიას სვამი რამპრასად აჩარიამ.

ჩჰატურბჰუჯი ტილაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეთრი ტილაკი ურდჰვაპუნდრა ზედა ნაწილით 90° კუთხით საწინააღმდეგო მიმართულებით შებრუნებული. შეაში უშრიოდ. შემოიღო ბიჰარის ნარაიანდასჯიმ. აიოდჰიას სვარგ დვარის ასკეტები მისდევენ მას.

სხვა ტილაკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიცავს 12 ტილაკას[7]

  1. შრი ტილაკი ან რევასა გადდი
  2. რამჩარანდას ტილაკი
  3. შრიჯივარამ კა ტილაკი
  4. შრი ჯანაკრაჯ კიშორი შარან რასიკ ალიჯი კა ტილაკი
  5. შრი რუპკალაჯი კა ტილაკი
  6. რუპსარასჯი კა ტილაკი
  7. რამსაქჰიჯი კა ტილაკი
  8. კამნენდუ მანი კა ტილაკი
  9. კარუნსინდჰუჯი კა ტილაკი
  10. სვამინარაჲან ტილაკი
  11. ნიმბარკ კა ტილაკი
  12. მადჰვა კა ტილაკი

კავშირი ბინდთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინები ტილაკა და ბინდი ნაწილობრივ ემთხვევა, თუმცა სინონიმური არაა. განსხვავებებია:

  • ტილაკა ყოველთვის ცომით ან ფხვნილით იდება, როდესაც ბინდი ცომთან ერთად შეიძლება სტიკერი ან სამკაული იყოს.
  • ტილაკას ძირითადად რელიგიური ან სულიერი მიზეზით იყენებენ, ან პიროვნები, მოვლენის ან გამარჯვების პატივსაცემად. ბინდი შეიძლება აღნიშნავდეს ქორწილს ან უბრალოდ დეკორაციისთვის იყოს.
  • ტილაკას ორივე სქესი ატარებს, ბინდს კი მხოლოდ ქალები.
  • ბინდი მხოლოდ თვალებს შორის კეთდება, ხოლო ტილაკამ შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებიც დაფაროს. ტილაკა სხეულის 12 ნაწილზე კეთდება: თავი, შუბლი, კისერი, მკლავები, წინამხრები, მკერდი, სხეულის ორივე მხარე, მუცელი და მხარბეჭი.

სხვადასხვა სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. V. S. Apte. A Practical Sanskrit Dictionary. p. 475.
  2. Gautam Chatterjee, Sacred Hindu Symbols, page 71
  3. Wells, John. (11 September 2009) But Soft!. John Wells's Phonetic Blog. ციტირების თარიღი: 11 September 2009.
  4. Vijay Prakash Sharma, The sadhus and Indian civilisation, page 72
  5. Vijay Prakash Sharma, The sadhus and Indian civilisation, page 72
  6. Vijay Prakash Sharma, The sadhus and Indian civilisation, page 73
  7. Vijay Prakash Sharma, The sadhus and Indian civilisation, page 75

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: