ტიგრაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიგრაი

ტიგრაი — ხალხი ჩრდილოეთ ეთიოპიაში. დიდი ნაწილი კომპაქტურად ცხოვრობს ტიგრეს პროვინციასა და ერიტრეაში, რაოდენობა დაახლოებით 2,5 მილიონი კაცი (1978). ენა - ტიგრაი, განეკუთვნება სემიტური ენების სამხრეთ-პერიფერიულ ჯგუფს. რელიგია - ქრისტიანობა (მონოფიზიტობა). განსახლების ძირითადი რაიონია ძველი ეთიოპიის აქსუმის სახელმწიფოს ტერიტორია. მისდევენ ძირითადად მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, აგრეთვე ხელოსნობასა და ვაჭრობას.

ლიტერატურა[რედაქტირება]