ტიანჩის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიანჩის ტბა
ვულკან პექტუსანის კრატერში მოქცეული ტიანჩის ტბა
ვულკან პექტუსანის კრატერში მოქცეული ტიანჩის ტბა
კოორდინატები: 42°00′22″ ჩ. გ. 128°03′25″ ა. გ. / 42.00611° ჩ. გ. 128.05694° ა. გ. / 42.00611; 128.05694
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ჩრდილოეთ კორეის დროშა კსდრ
სიმაღლე ზღვის დონიდან 2189,1 
ფართობი 9,82 კმ²
საშუალო სიღრმე 213 
მაქსიმალური სიღრმე 384 
გამომდინარე მდინარე ერდაობაიხე
ტიანჩის ტბა — ჩინეთი
ტიანჩის ტბა
ტიანჩის ტბა — ჩრდილოეთი კორეა
ტიანჩის ტბა

ტიანჩის ტბა (აგრეთვე ცნობილი როგორც ციური ტბა) — კრატერული ტბა ჩინეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2189,1 მ სიმაღლეზე. მოქცეულია ვულკან პექტუსანის კალდერაში. ფართობი 9,82 კმ². მაქსიმალური სიღრმე 384 მ. ნაპირები მეტად ციცაბოა, მრავალ ადგილას თითქმის შვეული. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ტბის ზედაპირი დაფარულია ყინულით. იკვებება წვიმის წყლით. წყალი მეტად გამჭვირვალეა. გამდინარეა. ტბიდან გამოედინება მდინარე სუნგარის ერთ-ერთი შენაკადი ერდაობაიხე. 1979 წლიდან ტბა შედის საერთაშორისო ბიოსფერული ნაკრძალის შემადგენლობაში. არის თევზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]