ტვიფელფონტეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტვიფელფონტეინი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1255
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ტვიფელფონტეინი (აფრიკ. საეჭვო წყარო) — კლდის უძველესი გრავიურების არეალი ჩრდილო-დასავლეთ ნამიბიაში, კუნენეს რეგიონში. მოიცავს წყაროს, რომელიც ქვიშაქვის მაგიდა მთების მწვერვალებს შორის განლაგებულ ხეობაში მდებარეობს. ხეობა მინიმალური რაოდენობის ნალექებს იღებს და გააჩნია დღიური ტემპერატურის ფართო ცვალებადობა.

ტერიტორია 6 000 წლის წინ დასახლებული იყო მონადირე-შემგროვებლებით, ხოლო შემდეგ ხოიხოის მეჯოგე ხალხებით. ორივე ეთნიკური ჯგუფი არეალს იყენებდა რელიგიური მიზნებისა და შამანისტური რიტუალების ჩასატარებლად, რომლის პროცესშიც შექმნეს 2 500 კლდის გრავიურა და მცირე რაოდენობის კლდის ნახატები. იმის გამო, რომ მოიცავს აფრიკაში არსებული კლდის პეტროგლიფების უდიდეს კონცენტრაციას, 2007 წელს იუნესკომ ტვიფელფონტეინი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, როგორც პირველი ძეგლი ნამიბიიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტვიფელფონტეინი 6 000 წლის წინ დასახლებული იყო ქვის ხანის მონადირე-შემგროვებელი ვილტონის ქვის ხანის კულტურის ჯგუფით, რომლებმაც შექმნეს არსებული გრავიურების უდიდესი ნაწილი და სავარაუდოდ ყველა ნახატი. 2 000 - 2 500 წლის წინ, ხეობა დაიკავეს ბუშმენების მონათესავე ჰოტენტოტების ეთნიკურმა ჯგუფებმა. ეს ხალხი ასევე ეწეოდა კლდის მხატვრობას, რომელიც სრულიად განსხვავდება უფრო ძველი გრავირებებისგან. ეს ტერიტორია ევროპელთაგან დაუსახლებელი რჩებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდამდე, როდესაც ხანგრძლივმა გვალვებმა აფრიკაანსზე მოლაპარაკე ფერმერები (ბურები) აიძულა აქეთ გადაადგილებისკენ.

ტოპოგრაფი რეინარდ მააკი ამ არეალში კლდის გრავიურების არსებობას ჯერ კიდევ 1921 წელს იუწყებოდა, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი გამოკვლევები 1947 წელს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა მემამულემ ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის იყიდა. მანვე აღმოაჩინა წყარო, რომელიც უცებ გაუჩინარდა, ამიტომ მას ტვიფელფონტეინი უწოდა. ამის შემდეგ, 1950 წლიდან იწყება არეალის სამეცნიერო შესწავლა ერნსტ რუდლოფ ჩერცის მიერ, რომელმაც 212 ქვის ფილაზე განლაგებული 2 500 გრავიურა აღწერა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1255
ინგლ.რუს.ფრ.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: