ტეტჩერიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარგარეტ ტეტჩერი

ტეტჩერიზმი (ინგლ. Thatcherism) — პოლიტიკური აზროვნების სისტემა, რომელსაც 1979-90 წლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის, მთავრობას მიაკუთვნებენ. ტეტჩერი გვიანდელი XX საუკუნის ბრიტანული პოლიტიკისთვის უჩვეულო მაღალი იდეოლოგიური ლიდერობით გამოირჩეოდა — მას ერთხელ ხმაურით დაუნარცხებია ფრიდრიხ ჰაიეკის "თავისუფლების კონსტიტუცია" მაგიდაზე მისი ჩრდილოვანი კაბინეტის შეხვედრაზე, წამოძახილით: "აი ეს არის რისიც მე მჯერა!".

მიმოხილვა[რედაქტირება]

ტეტჩერიზმისთვის დამახასიათებელია თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა, მონეტარისტული ეკონომიკური პოლიტიკა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაცია, დაბალი პირდაპირი დაბეგვრა მაღალ ირიბ დაბეგვრასთან პარალელურად, საწარმოო გაერთიანებების (პროფკავშირები) მიმართ ოპოზიცია სახელმწიფო რეგულირებით, ნაციონალიზმი, ცენტრალიზაცია და მისთ. ტეტჩერიზმი შეიძლება შედარებულ იქნას რეიგანომიკასთან. ტეტჩერი მხარს უჭერდა ინდივიდუალიზმს და წინააღმდეგი იყო კოლექტივიზმის — მისი მთავარ მანტრა იყო თვითდახმარება.

ტეტჩერიზმთან დაახლოებული მოაზროვნეები იყვნენ კეიტ ჯოზეფი, ენოხ პაუელი, ფრიდრიხ ჰაიეკი და მილტონ ფრიდმანი. 1996 წელს საიმონ ჰეფერთან ინტერვიუში ქ-ნმა ტეტჩერმა განაცხადა, რომ ორი უდიდესი ადამიანი, რომელთა მასზე ზეგავლენა მოახდინეს იყვნენ ჯოზეფი და პაუელი.[1] ფრიდმანმა ერთხელ ინტერვიუში განაცხადა "რასაც ადამიანები ვერ ხედავენ არის ის, რომ მარგარეტ ტეტჩერში მრწამსით არ არის ტორი. ის მე-19 საუკუნის ლიბერალია."[2] ტეტჩერს სწამდა ეკონომიკური ლიბერალიზმის. 1996 წელს ჯოზეფის მემორიალურ ლექციაზე ქ-ნმა ტეტჩერი ამტკიცებდა, რომ "კონსერვატივიზმის ტიპი, რომელსაც ის და მე... ვუჭერთ მხარს ყველაზე უკეთ განისაზღვრება როგორც "ლიბერალული", ძველ-მოდური მნიშვნელობით. და მე ვგულისხმობ ლიბერალიზმს ბ-ნი გლადსტოუნის, და არა გვიანდელი კოლექტივისტებისა."[3]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Simon Heffer, Like the Roman: The Life of Enoch Powell (Phoenix, 1999), p. 958.
  2. ობზერვერი, 29 სექტემბერი 1982
  3. კეიტ ჯოზეფის მემორიალური ლექცია (11 იანვარი 1996)