ტეტრაფტორმეთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტეტრაფთორმეთანი — ფრეონი, ბინარული ქიმიური ნაერთი. ქიმიური ფორმულაა — CF4. სინონიმებია:

ტეტრაფთორმეთანი წარმოადგენს ფთორნახშირბადებს შორის ყველაზე მარტივ ნაერთს. გააჩნია მაღალი ქიმიური მდგრადობა. ნახშირბადი-ფთორის დიდი რაოდენობის კავშირების გამო და ფთორის მაღალი ელექტროუარყოფითობის გამო ნახშირბადის ატომს ამ ნაერთში დადებითი მუხტი გააჩნია, რაც ამტკიცებს და ამოკლებს ფთორ-ნახშირბადის კავშირს. ტეტრაფთორმეთანი წარმოადგენს სითბური ეფექტის აირს.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთახის ტემპერატურის პირობებში ის წარმოადგენს ქიმიურად ინერტულ ნაერთს, ის უფერო და უსუნო აირია.

ნაერთის თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეტრაფთორმეთანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ნაერთს ორგანულ ქიმიაში. (ამას გარდა, ეს ნაერთი ხდება უფრო ძლიერი მასში ნახშირბადის დამატებით). ფთორმწარმოებელ მეთანებში, რომელიც წარმოდგენილია ფთორმეთანით, დიფთორმეთანით, ტრიფთორმეთანით და ტეტრაფთორმეთანით, ფთორისა და ნახშირბადის კავშირები ტეტრაფთორმეთანში წარმოადგენს ყველაზე მტკიცეს.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუფთა ტეტრაფთორმეთანი სინთეზირებული იქნა პირველად 1926 წელს. ტეტრაფთორი შეიძლება მიღებულ იქნას ლაბორატორიულ პირობებში, სილიციუმის კარბიდის ფთორთან რეაქციით:

SiC + 2F2 → CF4 + Si.

ასევე შეიძლება მისი მიღება ნახშირორჟანგის ფთორირებით, ნახშირბადის ჟანგის ან ფოსგენის და გოგირდის ტეტრაფთორიდის დახმარებით. კომერციულად ის წარმოებს ფთორისა და დიქლორდიფთორმეთანის ან ქლორტრიფთორმეთანის რეაქციით; ასევე — ლითონთა ფთორიდების MF, MF2 ელექტროლიზით ნახშირის ელექტროდების დახმარებით.

ტეტრაფთორმეთანი, როგორც ყველა ფთორნახშირბადი, ძალიან მდგრადია ფთორ-ნახშირბადის კავშირის გამო. კავშირის ენერგია ამ ნაერთში ტოლია 515 კჯ/მოლ. ამის შედეგად ის ინერტულია მჟავებისა და ჰიდროქსიდების მიმართ. ამის მიუხედავად, ის რეაგირებს აფეთქებით ტუტე ლითონებთან. ტეტრაფთომეთანის ცეცხლის ალთან კონტაქტისას მიიღება ტოქსიკური აირები (მაგალითად კარბონილფთორიდი ან ნახშირბადის ჟანგი); წყლის არსებობის პირობებში მიიღება ფთორწყალბადი.

სინთეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე ეს ნივთიერება შეიძლება მიღებული იქნას ნახშირორჟანგიდან, ნახშირბადის ჟანგიდან ან ფოსგენიდან მათი გოგირდის ტეტრაფთორიდით ფთორირების შედეგად:

CO2 + SF4 → CF4 + SO2.

ტემპერატურაზე 350—375 °C ნახშირბადი (გრაფიტის ფორმით) რეაგირებს აზოტის ტრიფთორიდთან:

მიღების ყველაზე მარტივ ხერხს წარმოადგენს რეაქცია რომელიც 900 °C-ზე მეტ ტემპერატურის დროს ნახშირბადსა და ფთორს შორის მიმდინარეობს:

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემოქმედება გარე სამყაროზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეტრაფთორმეთანი წარმოადგენს ძლიერ სასათბურე აირს, რომელიც ხელს უწყობს სასათბურე ეფექტის შექმნას. ეს მეტად სტაბილური ნაერთია, მისი დაშლის დროა მიახლოებით 50 000 წელი, ეს როცა ყველაზე მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მონაცემია 6500 წელი (ყველაზე მთავარ სასთბურე აირად მიიჩნევენ CO2).

ტეტრაფთორმეთანი აღნაგობით ჰგავს ქლორფთორნახშირბადს, მაგრამ მისგან განსხვავებით ტეტრაფთორმეთანი არ შლის ოზონის ფენას. ეს ხდება იმიტომ რომ, ოზონთან ურთიერთქმედებს ქლორის ატომები, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების გამო.

გამოყენების საშიშროება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანის კონტაქტისას სითხესთან შესაძლებელია გაყინვა. ტეტრაფთორმეთანის ჩასუნთქვისას მისი კონცენტრაციის მიხედვით შეიძლება გამოიწვიოს, თავის ტკივილები, ცნობიერების დაკარგვა, გულისრევა, თავბრუსხვევა და აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ხანგრძლივი ზემოქმედებისას იწვევს გულის სერიოზულ დაზიანებას.

თავისი სიმკვრივის გამო მას ძალუძს ჰაერის გამოძევება ფილტვებიდან, რაც იწვევს გაგუდვას დახურულ ნაკლებად კონდენციონირებულ შენობებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტალი:ქიმია