ტერნოპოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტერნოპილი
Тернопіль
ქალაქის ცენტრი
ქალაქის ცენტრი
გერბი
გერბი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ტერნოპოლი
კოორდინატები 49°34′00″ ჩ. გ. 25°36′00″ ა. გ. / 49.56667° ჩ. გ. 25.60000° ა. გ. / 49.56667; 25.60000
ქალაქის მეთაური რომან ზასტავნი
დაარსდა 1540
ადრეული სახელები ტარნოპოლი
ქალაქი 1540  წლიდან
ფართობი 59 კმ²
ცენტრის სიმაღლე 320
მოსახლეობა 245 000 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 3 831 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
უკრაინელები, რუსები,
ებრაელები
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380352
საფოსტო ინდექსი 46000 — 46499
ოფიციალური საიტი http://www.rada.te.ua/

Ternopil-Ukraine-Map.png

Red pog.svg

ტერნოპოლი (უკრ. Тернопіль) — ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ისტორიული რეგიონის გალიციის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი. სიდიდით მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარე სერეტზე. ქალაქი მდებარეობს დასავლეთ უკრაინის ცენტრალურ ნაწილში იქ სადაც იკვეთება ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო გზები. კიევიდან დაშორებულია 486 კილომეტრით.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ტერნოპილის პლატოზე, პოდოლსკის მაღლობზე. მიეკუთვნება ფართოფოთლოვანი ტყის ზომიერ სარტყელს.

ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდებარეობს გალიციაში.

შუასაუკუნეების ქალაქი მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი აღმავლობა. ამჟამად ქალაქი უკრაინის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.

ჰავა ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +5°, ივლისისა +19°. ნალექების წლიური რაოდენობაა 520-600 მმ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ტერნოპოლში დაფიქსირდა 2007 წლის 18 ივლისს +38°, ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა იყო -34°.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]