ტერიერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერიერიძაღლი, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოირჩევა პატარა ზომით, შედარებით მეტი ბეწვით. არის ძალიან მოძრავი და უშიშარი. ტერიერის ბეწვის სიგრძე მერყეობს რამდენიმედან 70 ფუნტამდე და, როგორც წესი, ამ ძაღლების კატეგორიზაციაც ხდება ბეძვის სიგრძისა ან ფუნქციის მიხედვით. გამოარჩევენ ხუთ განსხვავებულ ჯგუფს ტერიერებში, რომელთაც რამდენადმე განსხვავებული ბეწვი აქვთ.

სექციების სია

ტერიერების დახასიათება [რედაქტირება]

სახელი ტერიერი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან terre, რაც მიწას ნიშნავს, და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამ მოუსვენარი ძაღლების ერთ-ერთი საქმიანობა იყო სხვადასხვა ცხოველის, მაგალითად მელიის ან მაჩვის, მიწაში ამოთხრილ სოროში ჩაძვრომა. ამისთვის მას სჭირდებოდა სიმამაცე, გაბედულება და შეუპოვრობა. ეს თვისებები დღესაც თვალნათლივ ჩანს ამ ჯიშებში.

ტერიერების ჯგუფი ამჟამად მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი ერთეული გამონაკლისების გარდა, როგორიცაა ვესტჰეილანდური თეთრი ტერიერი, რომელსაც მოფერებით ვესტის ეძახიან. უაღრესად ენერგიული და დამოუკიდებელი ხასიათის ტერიერები განუყრელად არიან დაკავშრებული ბრიტანეთის კუნძლების ძველ სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან. პატარა ძაღლის ყოლის მსურველები ნაკლებად ირჩევენ ტერიერებს მათი ანჩხლი ზნის გამო. სხვა ჯიშებთან შედარებით, ტერიერების მოვლა და საგამოფენო ჩვენებისთვის მომზადება საკმაოდ რთულია.

მრავალმხრივი კომპანიონები [რედაქტირება]

ტერიერებს, როგორც მუშა ძაღლებს, მრავალი ამოცანის შესრულება შეუძლიათ, ვიდრე მათ წარმოშობის მიხედვით იყო გათვალისწინებული. ეს ჯიშები ფართოდ განვითარდა სოფლის რეგიონებში. მართალია, სახლის სყვარელი ცხოველები არ ყოფილან, მაგრამ ხშირად ჰყავდათ ფერმებში, სადაც ანადგურებდნენ მავნებლებს, კერძოდ ვირთაგვებს; ასრულებდნენ მოდარაჯე ძაღლის როლს და ხმამაღალი ყეფით ამცნობდნენ ფერმერებს სტუმრის მოსვლას. ეს თვისება დღესაც ძალზე გამოკვეთილია ტერიერებში, რომლებც, სხვა ჯგუფების ძაღლებთან შედარებით, ურთიერთობაში გაცილებით მეტად იყენებენ ხმოვან სიგნალებს.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • დევიდ ალდერტონი, რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა, ISBN 978-9941-19-652-2

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]