ტეპლიცე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტეპლიცე
Teplice
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე უსტი-ნად-ლაბემი
შიდა დაყოფა Hudcov[1] , Nová Ves[1] , Prosetice[1] , Řetenice[1] , Sobědruhy[1] , Trnovany[1] და Teplice
კოორდინატები 50°38′00″ ჩ. გ. 13°49′00″ ა. გ. / 50.63333° ჩ. გ. 13.81667° ა. გ. / 50.63333; 13.81667
მმართველი Jiří Štábl[2]
პირველი ხსენება 1158
ფართობი 23,78 კმ²
ცენტრის სიმაღლე 228
მოსახლეობა 51 193 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 2 153 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 415 01
საავტომობილო კოდი U
ოფიციალური საიტი teplice.cz
ტეპლიცე — ჩეხეთის რესპუბლიკა
ტეპლიცე

ტეპლიცე (ჩეხ. Teplice) — ქალაქი ჩეხეთში, უსტი-ნად-ლაბემის მხარეში, ტეპლიცეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. წარმოადგენს რეგიონის მეორე უდიდეს საკურორტო ქალაქს. ტეპლიცეში მდებარეობდა ავსტრია-უნგრეთის კლარი-ანდრინგენის ოჯახის პრინცების ძირითადი რეზიდენცია.

ქალაქი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ბოჰემიაში, გერმანიის საქსონიის მხარის საზღვართან. გაშენებულია მდინარე ბილინის ვაკეზე, რომელიც ორეს მთებს ცენტრალური ჩეხეთის მთებისგან გამოყოფს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტერიტორიაზე იშვიათი თერმული წყლები ჯერ კიდევ 762 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მათი უტყუარი მოხსენიება XVI საუკუნის დოკუმენტში ხდება. დასახლება პირველად 1158 წელსაა მოხსენიებული, როდესაც ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ის კონსორტმა იუტა თიურინგიელმა ბენედიქტელი ბერებისთვის მონასტერი დააარსა, რომელიც შემდეგ ჰუსიტური ომების დროს დაინგრა. XV საუკუნეში, მეფე გეორგ პოდებრადელის კონსორტმა იოანა როზმიტალმა ნანგრევებზე ციხესიმაგრე აღმართა.

1895 წელს ტეპლიცეს გარეუბნები შეერწყა. მას შემდეგ რაც ავსტრია უნგრეთის იმპერია დაიშალა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ახლადშექმნილ ჩეხოსლოვაკიაში შემავალ ქალაქში გერმანულენოვანი მოსახლეობა დასახლდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ეთნიკურად გერმანული მოსახლეობა ტეპლიცედან განდევნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. https://ct24.ceskatelevize.cz/usteckykraj/3541933-primatorem-teplic-se-stal-jiri-stabl-z-ano-koalici-uzavrelo-ano-s-ods — 2022.