ტენტენის თავგადასავლები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტენტენის თავგადასავლები (ფრანგ. Les Aventures de Tintin) — კომიქსების სერია, შექმნილი ბელგიელი მხატვრის ჟორჟ რემის (1907–1983) მიერ, რომელიც წერდა მეტსახელით ერჟე. პირველად მისი სერიები გამოქვეყნდა ბელგიურ საბავშვო ჟურნალ Le Petit Vingtième–ში, 1929 წლის 10 იანვარს.
ტენტენის თავგადასავლების კომიქსების სერიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპაში. ეს წიგნები 50 ენაზეა თარგმნილი. აქამდე გაყიდულია მათი 200 მილიონი გამოცემა.
მთლიანობაში, არსებობს კომიქსის 25 ტომი.
ქართულმა გამომცემლობამ „აგორა“ 2009 წელს გამოსცა კომიქსების ერთ-ერთი ტომი, „ფარაონის სიგარები“.[1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- ტენტენის ოფიციალური გვერდი
- Tintinologist.org- ფანების გვერდი, ვრცელი ინფორმაციით სერიის შესახებ
სქოლიო [რედაქტირება]