ტეიტ მოდერნი (ლონდონი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტეიტ მოდერნი ათასწლეულის ხიდიდან

ტეიტ მოდერნი (Tate Modern) თანამედროვე ხელოვნების ბრიტანეთის ახალი ეროვნული მუზეუმია ლონდონში, მდ. თემზის პირას, წმ. პავლეს კათედრალის მოპირდაპირედ. ტეიტ ბრიტანეთის, ტეიტ ლივერპულისა და ტეიტ სენტ-აივსის მუზეუმებთან ერთად იგი ტეიტ გალერეის ნაწილია.

მუზეუმი მოთავსებულია ყოფილ სანაპირო ელექტროსადგურის შენობაში, რომლის პროექტი თავდაპირველად სერ გაილს გილბერტ სკოტმა შექმნა ორ ეტაპად 1947 და 1963 წლებში. ელექტროსადგური 1981 წელს დაიხურა. შენობის კონვერტაცია არქიტექტურულმა ფირმამ "ჰერცოგ & დე მიურონ" მოახდინა და მისი სიმაღლე 99 მეტრია. 2000 წლის 12 მაისს გახსნის დღიდან ეს მუზეუმი ლონდონელთა და მის სტუმართა ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა. პერმანენტულ გამოფენებზე შესვლა უფასოა.

2005 წელს გალერეამ გაფართოების მშენებლობა დაიწყო, რომელიც 60%-ით გაზრდის საგამოფენო ფართს, და რომელიც 2012 წლისთვის უნდა დასრულდეს. ეს მშენებლობაც "ჰერცოგ & დე მიურონ"-ის დაპროექტებულია.

გალერეები მოთავსებულია შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე. თემატურად გაშლილი გამოფენები გალერეის პერმანენტული კოლექციიდან მოთავსებულია მესამე და მეხუთე სართულებზე, ხოლო დროებითი ან სპეციალური გამოფენები ეწყობა მეოთხე სართულზე. შენობის მთავარი ჰოლიც, რომელშიც ადრე ელსადგურის ტურბინა მდებარეობდა, დროებით გამოფენებს ეთმობა ხოლმე.

ტურბინის ჰოლი, რაჩელ ვაიტრედის პროექტი "სანაპირო" 2005

ტურბინის ჰოლში გამოფენილია თანამედროვე ხელოვანთა პეცილურად დაფინანსებული ნამუშევრები ყოველი წლის ოქტომბერსა და მარტში გამოფენათა სერიაში სახელწოდებით "იუნილევერ". სერია თავდაპირველად ხუთ წელზე იყო გათვლილი, თუმცა მისი პოპულარობის გამო ის 2008 წლამდე გაგრძელდა.

გალერეაში მოხვედრა შეიძლება ლონდონის ათასწლეულის ხიდის გადაკვეთით, რომელიც მას წმ. პავლეს კათედრალთან აერთებს. ახლომდებარე მეტროს სადგურია "საუზვარკი", თუმცა სადგური "ბლექფრაირსი" და ამავე სახელწოდების ხიდით ფეხით გადახვლა ხშირად უფრო მოხერხებულია.

აქვეა ასევე ნავთმისადგომი, რომელსაც "ბენქსაიდ პიერი" ჰქვია, რომლითაც დოკლანდსში და გრინვიჩში შეგიძლია მოხვდეთ რეგულარული სანაოსნო სერვისით, ან ასევე ტეიტ-ტუ-ტაიტ სერვისით, რომელიც ტეიტ მოდერნსა და ტეიტ ბრიტანეთს აერთებს "ლონდონ აი"-ს მეშვეობით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]