ტედ ლოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტედ ლოუ
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1920
ლემბურნი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 1 მაისი, 2011 (90 წლის)
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
საქმიანობა სნუკერის კომენტატორი

ტედ ლოუ, MBE (ინგლ. Ted Lowe სრული სახელი ინგლ. Edwin Charles Ernest Lowe; დ. 1 ნოემბერი, 1920, ლემბურნი, ინგლისი — გ. 1 მაისი, 2011) — ინგლისელი სნუკერის კომენტატორი ტელეარხ BBC-ზე.

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტედ ლოუ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში (60-იანებიდან 80-იანებამდე) იყო სნუკერის ყველაზე ცნობილი კომენტატორი. მან წარმატების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თვითონ თამაშიც აყვავების პერიოდში იყო. ბევრი მას მოჩურჩულე ტედს უძახდა მატჩის დროს მისი ჩუმი ხმის გამო (იმ დროს ბევრი მაყურებლის არყოფნის გამო მას ნახევრად ჩურჩულით საუბარი უწევდა, რათა დარტყმისას არ შეეწუხებინა მოთამაშეები).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]