ტახტის დახმარების ასოციაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტახტის დახმარების ასოციაციის ემბლემა.

ტახტის დახმარების ასოციაცია (ტაისეი იოკუსანკაი, იაპონ. 大政翼賛会) — იაპონური პოლიტიკური გაერთიანება 1940—1945 წლებში. [1]

შეიქმნა 1940 წელს, სხვა პარტიების გაუქმების შემდეგ. ტახტის დახმარების ასოციაციასმართავდა მდივანი, რომელიც ხდებოდა პრემიერ-მინისტრი. პრეფექტურებში, ქალაქებში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებობდა ადგილობრივი დანაყოფები. ადმინისტრაციულ აპარატს ნიშნავდა მდივანი ერთი წლის ვადით. როგორც წესი, პრეფექტურების, სოფლებისა და ქალაქების მმართველები იყვნენ ასევე ასოციაციის შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები.[1]

ტახტის დახმარების ასოციაციას ემორჩილებოდა რამდენიმე სხვა მასობრივი ორგანიზაცია (დიდი იაპონიის ახალგაზრდული პარტია, სამშობლოს მსახურების ასოციაცია და სხვ.) 1945 წლის 13 ივნისიდან, იაპონიის კაპიტულაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ასოციაცია გაუქმდა. [1]

სქოლიო[რედაქტირება]

Flag of Japan.svg

ეს არის სტატია იაპონიის შესახებ. თქვენ დაეხმარებით თავისუფალი ენციკლოპედიის(?) ქართულ პროექტს, თუ შეავსებთ მას.
იხ. ასევე იაპონიის პორტალი.