ტაურაგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტაურაგე
ლიეტ. Tauragė
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიტვა
კოორდინატები 55°15′00″ ჩ. გ. 22°17′00″ ა. გ. / 55.25000° ჩ. გ. 22.28333° ა. გ. / 55.25000; 22.28333
პირველი ხსენება 1499
ფართობი 15.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 38±1 მეტრი, 36 მეტრი
მოსახლეობა 21 416 (1 იანვარი, 2023)[1]
საფოსტო ინდექსი 72001
ოფიციალური საიტი http://www.taurage.lt/
ტაურაგე — ლიეტუვა
ტაურაგე

ტაურაგე (ლიეტუვ. Tauragė, გერმ. Tauroggen; ტაუროგენი) — ქალაქი ლიეტუვის დასავლეთით, ტაურაგის მაზრის ადმინისტრაციული და ტაურაგის რაიონის თვითმმართველობის ცენტრი.

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე იურაზე (მდინარე ნემანის აუზი). რკინიგზის სადგური — სოვეტსკი შიაულიაის ხაზზე; გამომთვლელი მანქანების ელემენტების საგდური 1963 წლიდან, კერამიკის ქარხანა 1956 წლიდან, სანერგე და ხორცკომბინატი 1959-დან, რძის ქარხანა და სატყეო მეურნეობა.

მოქმედებს გიმნაზია, ორი საშუალო სკოლა, ოთხი ძირითადი სკოლა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1833 წელს 630-ამდე მცხოვრები იყო, 1892 წლითვის — 4 722, 1897 — 6 655, პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში მოსახლეობა ათი ათასამდე იყო.

1974 წელს ქალაქში იყო 22 000 მცხოვრები, 1999 — 35 464, ხოლო 2003 — 31 ათასი. 2005 წლისთვის 28 504 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს დასაბამი მამულმა დაუდო, რომლის მფლობელებიც დროთა ვითარებაში იცვლებოდნენ. წერილობით წყაროებში მამულიცა და დასახლებად 1507 წლიდან მოიხსენიება, როდესაც აქ კათოლიკური საყდარი აიგო. 1567 წელს გაჩნდა ლუთერანული ტაძარიც. 1655 წლიდან მამული რაძივილების ერთ-ერთ ძირითადი რეზიდენცია გახდა. 1691—1793 წწ ქალაქი პრუსიას ეკუთვნოდა, შემდეგ რუსეთის იმპერიას გადაეცა.

1805-1807 წწ ტაროგენი ალექსანდრე I-ის რეზიდენცია და რუსეთის დასავლეთში უმნიშვნელოვანესი გამაგრებული პუნქტი გახდა. 18 (30) დეკემბერს აქ გენერლებმა ი.ი. დიბიჩ-ზაბალკანსკიმ და ლუდვიგ იორკ ფონ ვარტენბურგმა მიიღეს ტაუროგენის კონვენცია 1812 — რუსულ-პრუსიული კონვენცია პრუსიის 20-ათასიანი დამხმარე კორპუსის ნეიტრალიზაციის თაობაზე.

1846 წელს მეფე ნიკოლოზ I-მა აქაური მამული თავად ი.ვ. ვასილჩიკოვს უწყალობა.

სოფლის ტიპის დასახლება არაერთხელ გადამწვარა. თუკი ეს ადგილი მანამდე ცუდად ვითარდებოდა, 1836 წლის ხანძრის შემდეგ მასშტაბური მშენებლობა დაიწყო, სწორედ იმდროისაა ტილზიტი — რიგის გზატკეცილი. მოსახლეობა ძირითადად ვაჭრობასა და კონტრაბანდაში ჩაება.

1853 წელს აშენდა მართლმადიდებლური ეკლესია. 1904 წლიდან მოქმედებს კათოლიკური საყდარიც. 1920 წლიდან ტაურაგე ლიეტუვის შემადგენლობაშია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]