ტარასკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარასკები მუშაობისას

ტარასკები (საკუთარი სახელწოდება - პურეპეჩა) — ინდიელი ხალხი მექსიკაში. რაოდენობა დაახლოებით - 10000 კაცი. ლაპარაკობენ მშობლიურ ენაზე - პურეპეჩა; უმეტესობამ ესპანურიც იცის. XVI საუკუნის დასაწყისისთვის ჰქონდათ ადრინდელი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. კოლონიალიზმის პერიოდში მათ მიწებზე დასახლება დაიწყეს ესპანურენოვანმა მეტისებმა, მაგრამ ტარასკებმა მაინც შეინარჩუნეს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და თავისებური კულტურა. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება (სიმინდი, ბოსტნეული, ხილი); ტბის ნაპირზე - თევზჭერა. განვითარებულია ხელოსნობა - ჭილოფების, ბადეების წვნა, მეთუნეობა და სხვა. ოფიციალური რელიგია - კათოლიკობა, ინარჩუნებენ წინაქრისტიანულ წარმართულ რწმენებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]