ტარანაკის მთა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტარანაკის მთა

ტარანაკის მთა

კოორდინატები: 39°17′47″ ს. გ. 174°03′53″ ა. გ. / 39.29639° ს. გ. 174.06472° ა. გ. / -39.29639; 174.06472

მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე 2 518 მ
ბოლო ამოფრქვევა 1850-1860-იანი წლები
პირველი ასვლა 1839

ტარანაკის მთა მდებარეობა ახალი ზელანდია

Mountain sign.svg

ტარანაკის მთა ან ეგმონტის მთა — მოქმედი,[1] [2] მაგრამ პასიური სტრატოვულკანი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, ტარანაკის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს უფრო ხშირად „ტარანაკის“ უწოდებენ, მას ორი ოფიციალური სახელი აქვს, რაც შესაბამისობაში მოდის ახალი ზელანდიის გეოგრაფიული საბჭოს სახელთა პოლიტიკასთან.[3] 2 518 მერტი სიმაღლის მთა ერთ-ერთი ყველაზე სიმეტრიული ვულკანური კონუსია მთელ მსოფლიოში. მის გვერდით, სამხრეთით აღმართულია მეორე მწვერვალი — 1 966 მეტრიანი ფანთამსის პიკი.[4] ფუძიამას მთასთან მსგავსების გამო, ტარანაკი გადაღებულია ფილმში „უკანასკნელი სამურაი“.

ვულკანური აქტივობა[რედაქტირება]

ტარანაკი გეოლოგიურად ახალგაზრდაა, აქტივობა დაახლოებით 135 000 წლის წინ დაიწყო. ბოლო ვულკანური აქტივობები 1850-1860-იან წლებში დაფიქსირდა, რაც გამოიხატებოდა კრატერში ლავის წარმოქმნასა და მის ჩანგრევაში.[5][6] 1755 და 1800 წლებში, ამოფრქვევის დროს პიროკლასტიკური ნაკადები მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე გადმოედინა,[7] წარმოიქმნა ფერფლი (1755 წელს). ბოლო დროის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1655 წელს მოხდა. ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უკანასკნელი 9000 წლის მანძილზე, მცირე ამოფრქვევები საშუალოდ ყოველ 90 წელში ხდება, დიდი ამოფრქვევები კი 500 წელში.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Volcano Fact Sheet: Mount Taranaki / Egmont Volcano. GNS Science (2010). წაკითხვის თარიღი: 2012-01-10.
  2. 'Likely to erupt in the future', Neal & Alloway 1991, as quoted in New Zealand Journal of Geology and Geophysics
  3. What is the difference between alternative naming and dual naming?. წაკითხვის თარიღი: 19 March 2010.
  4. Dawson Falls and East Egmont, Department of Conservation. Retrieved 12 October 2011.
  5. Volcanic Taranaki. Puke Ariki. წაკითხვის თარიღი: 18 March 2010.
  6. [1] states 1854, but does not cite a source.
  7. Leighton Keith. “Mt Taranaki volcano history revised“, 11 October 2011. წაკითხვის თარიღი: 11 October 2011.