ტანძია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ტანძია

სოფელ ტანძიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი ტანძია
კოორდინატები 41°26′39″ ჩ. გ. 44°21′04″ ა. გ. / 41.44417° ჩ. გ. 44.35111° ა. გ. / 41.44417; 44.35111
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 518[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ტანძია — საქართველო
ტანძია
ტანძია — ქვემო ქართლი
ტანძია

ტანძიასოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ქვემო ქართლის ბარის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 518 კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი, აქვეა მისი სახელობის ლიტერატურული მუზეუმი.

სოფელში შემონახულია ორი ეკლესია და სასახლის ნანგრევები. ერთი ეკლესია აუგია პაპუნა ორბელიანს 1670 წელს, ხოლო მეორე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – სულხან-საბას მამას, ვახტანგ მდივანბეგს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.