ტალამპაია (ესპ. Talampaya) – ეროვნული პარკი არგენტინაში, მდებარეობს ლა-რიოხის პროვინციის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. 1997 წელს სტატუსი მიიღო ეროვნული პარკის სტატუსი. პარკის ფართობია 2.150 კმ ², სიმაღლე - 1500 მეტრი ზღვის დონიდან.
პარკი მდებარეობს ორ მთიან ქედს შორის მოქცეულ ველზე. მისი ლანდშაფტი ჩამოყალიბდა ქარისმიერი ეროზიის შედეგად. კოკისპირული წვიმები იცის ზაფხულში, გაზაფხულზე ქრის ძლიერი ქარი.
პარკის ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]
- პარკში რამდენიმე მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ დინოზავრები . აქ, ისევე როგორც, ისჩიგუალასტოში აღმოჩენილია ამ ეპოქის გაქვავებული ნიმუშები.
- ტალამპაიის კანიონი – კლდეების სიმაღლე 143 მეტრი, მინიმალური სიგანე – 80 მეტრი.
- მკვიდრი მოსახლეობის ნაშთები, რომელთა პეტროგლიფები შემონახულია პუერტა-დელ-კანიონში.
- ბოტანიკური ბაღი ადგილობრივი ფლორით კანიონის ვიწრო ადგილზე.
2000 წელს პარკი შეიტნეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]