ტაკეო არისიმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არისიმა ტაკეო
有島武郎
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1878
გარდ. თარიღი 9 ივნისი, 1923
საქმიანობა მწერალი
ეროვნება იაპონელი

არისიმა ტაკეო ( 有島武郎 * 4 მარტი, 1878 ― გ. 9 ივნისი, 1923), იაპონელი მწერალი. წარმოშობით არისტოკრატი. გატაცებული იყო ძენბუდიზმით, შემდეგ - ქრისტიანობითა და ტოლსტოის მოძღვრებით. გაეცნო კროპოტკინის, კაუცკის, ენგელსის შრომებს. სიცოცხლის მიწურულში ამტკიცებდა სოციალისტური რევოლუციის გარდაუვალობას. 1922 თავისი მიწები გლეხებს დაურიგა. 1923 წელს თავი მოიკლა.

მისი ნაწარმოებებია რომანი "ქალი" (1913-1919) და ნოველა "კაენის შთამომავალი" (1917). არისიმა ტაკეოს შემოქმედების მთავარი თემაა საზოგადოებისაგან გარიყული ამაყი ადამიანის ცხოვრება. მისი განდგომილი გმირების ამბოხი მარტოკაცის უნაყოფო პროტესტია. ბოლო წლებში დიდ ყურადღებას უთმობდა პუბლიცისტიკას.