ტაიგეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაიგეტი
Taygetos Ilias 1.jpg
ტაიგეტი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
გეოგრაფია
სიგრძე 75 კმ
უმაღლესი წერტილი აიოს-ილიასი
სიმაღლე 2404 

ტაიგეტი (ბერძნ. Ταΰγετος) — ქედი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 75 კმ. სიმაღლე 2404 მ-მდე (მთა აიოს-ილიასი). აგებულია მეტწილად კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. აქვს ციცაბოკალთებიანი დაკბილული მწვერვალები. განვითარებულია კარსტი. ფერდობების ქვედა ნაწილი შემოსილია მაკვისით, უფრო მაღლა — წაბლის, მუხის, სოჭის ტყეები და გასტეპებული მდელოებია. მაღალი მწვერვალების ფერდობები რამდენიმე თვით თოვლით არის დაფარული. ტაიგეტის აღმოსავლეთ მთისძირშია ქალაქ-სახელმწიფო — სპარტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]