ტაიბეის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაიბეის მეტროპოლიტენი (臺北捷運)
ინფორმაცია
ქვეყანა ტაივანის დროშა ტაივანი
ქალაქი ტაიბეი
გახსნის თარიღი 28 მარტი 1996 წ.
ხაზის სიგრძე 75,8 კმ.
სადგურთა რაოდენობა 70
ხაზთა რაოდენობა 8
მგზავრები დღეში 1,1 მლნ (2007 წლის ივნისისთვის)
მგზავრები წელიწადში 384 003 220 (2006 წლისთვის)
ხაზების სქემა

ტაიბეის მეტროპოლიტენი (ტრად. ჩინ.: 臺北捷運) — მეტროპოლიტენის სისტემა ტაივანის ქალაქ ტაიბეიში.

სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაიბეის მეტროში 2 სახის სადგურია - მიწისქვეშა და ესტაკადა.

სადგურთა სახელები ჩინურ და ინგლისურ ენებზე წერია. ამასთან Tucheng-ის ხაზზე ვხვდებით ლათინური ტრანსკრიფციით შესრულებულ ჩინურ (漢語拼音) და ტაივანურ (通用拼音) ფინინებს (მაგ.: Fuzhong და Fujhong შესაბამისად).

ტაიბეის მეტროს ყველა სადგური აღჭურვილია ექსკალატორებითა და ლიფტებით, რომლებიც განკუთვნილია მოხუცებისა და ინვალიდებისათვის. იქ, სადაც მგზავრთა დიდი ნაკადია, პლატფორმებს გზებისგან ბარიერები აშორებს. ყველა სადგურზე არის საინფორმაციო ტაბლო, რომელიც აჩვენებს ზუსტ დროს, მომდევნო მატარებლის მოსვლამდე დარჩენილ დროს და მის ბოლო გაჩერებას. ასევე, არის უფასო საპირფარეშოები და საინფორმაციო ჯიხურები.

ტაიბეის მეტროს სადგურთა სია

მგზავრობის ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტომატური სალაროს აპარატები

მგზავრობის ღირებულება დამოკიდებულია მარშრუტზე და საშუალოდ მერყეობს 20-დან 65 ახალ ტაივანურ დოლარამდე. ბილეთი წარმოადგენს ლურჯი ფერის ”სმარტ-ჟეტონს”. სადგურზე შესასვლელად საჭიროა მისი მოთავსება ტურნიკეტის სენსორში, გამოსვლისთვის კი - ჩაგდება ჟეტონებისთვის განკუთვნილ ნახვრეტში. ჟეტონები იყიდება ავტომატურ სალაროებში. მის შესაძენად საჭიროა, ბილეთების რაოდენობისა და ფასის მითითება, შემდეგ კი თანხის გადახდა. ავტომატური სალარო იღებს მონეტებსა და კუპიურებს 100 ახალი ტაივანური დოლარის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს მხოლოდ მსხვილი კუპიურები აქვს, მათი დაშლა შეუძლია გადამცვლელ აპარატზე, რომელიც სალაროსთან დგას.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხაზი Muzha: «Zhongshan Junior High School» — «Taipei Zoo», 10,5 კმ., 12 სადგური.
  • ხაზი Danshui: «C.K.S. Memorial Hall» — «Danshui» ( Xinbeitou-ის ჩათვლით), 23,5 კმ., 22 სადგური.
  • ხაზი Zhonghe: «Guting» — «Nanshijiao», 5,4 კმ.,, 4 სადგური.
  • ხაზი Xiaonanmen: «Ximen» — «C.K.S. Memorial Hall», 1,6 კმ., 1 სადგური(«Xiaonanmen»).
  • ხაზი Xindian: «Xindian» — «C.K.S. Memorial Hall» ( Xiaobitan-ის ჩათვლით), 11,2 კმ., 10 სადგური.
  • ხაზი Nangang: «Nangang» — «Ximen», 10,9 კმ., 12 სადგური.
  • ხაზი Banqiao: «Ximen» — «Fuzhong», 7,2 კმ., 5 სადგური.
  • ხაზი Tucheng: «Fuzhong» — «Yongning», 5,5 კმ., 4 სადგური.

ხაზები Nangang, Banqiao და Tucheng — ერთ ხაზს მიეკუთვნებიან, რომელსაც ეწოდება Bannan. ხაზს ემსახურება დეპო Nangang.

ხაზები Danshui და Xindian — აგრეთვე ერთ ხაზს მიეკუთვნებიან.

არსებობს 2 მარშრუტი: «Danshui» — «Xindian» და «Beitou» — «Nanshijiao». ხაზს ემსახურება დეპო Beitou.

Muzha — არის მსუბუქი მეტროს ხაზი, რომელსაც ემსახურება დეპო Muzha.

მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

C301 ტიპის მატარებელი

ტაიბეის მეტროპოლიტენი აღჭურვილია C301, C321, C341 და C371 ტიპის ექვსვაგონიანი მატარებლებით. ვაგონებში მოხუცების, ინვალიდების და ორსული ქალებისთვის გამოყოფილია ლურჯი ფერის ადგილები.

Muzha -ს ხაზი აღჭურვილია ოთხვაგონიანი Matra VAL 256-ს ტიპის ავტომატური მატარებლებით.

ვაგონებში სადგურთა გამოცხადება ხდება პუტუნხუას, კანტონურ , ტავიანურ დიალექტებზე და ინგლისურად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]