ტაბულეტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Syringopora sp.

ტაბულეტები (ლათ. Tabulata) — მარჯნის პოლიპების ამომწყდარი კლასი. ცხოვრობდნენ გვიანდელ კამბრიულიდან პერმულ პერიოდამდე. ქმნიდნენ მასიურ, ბუჩქისებრ ან გართხმულ კოლონიებს. ჰქონდათ კიროვანი ჩონჩხი. კლასი 7 რიგის (აულოპორიდები, ლიქენარიიდები, ფავოზიტიდები, სარინგოპორიდები და სხვა) 160-მდე გვარს მოიცავდა. ბინადრობდნენ ზღვების მეჩხერ ზონაში. მნიშვნელობა აქვთ პალეოზოური ნალექების სტრატიგრაფიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]