სხალთის ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სხალთა (მრავალმნიშვნელოვანი).
სხალთის ტაძარი

სხალთა, ყინჭაური — XIII საუკუნის ეკლესია, სხალთის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში.

ეკლესია ფერდზეა აშენებული. უგუმბათოა და ორპირად ჩამომავალი სახურავი აქვს. სიგრძე მისი 25 ნაბიჯს უდრის, განი და სიმაღლე — 12 ნაბიჯს. შიგნითა და გარეთა ეკლესიის ტანი თლილი ქვით არის ნაგები. აღმოსავლეთის მხრიდან სამი მშვენიერი ჩუქურთმა აქვს ჯვრის ფორმისა. იქაურ სოფლებში ითქმის, რომ გარშემო მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, სადაც ბზა იყო დარგული.

ეკლესიის ინტერიერში მოხატულობის ფრაგმენტებია. გარშემო გვიანდელი შუა საუკუნეების სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებია, მათ შორის მარანი და სხვა. მდინარე სხალთაზე შუა საუკუნის ხიდია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]