სქელშუბლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სქელშუბლა
ჭრელი სქელშუბლა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Hypophthalmichthys molitrix

სქელშუბლათევზების ორი გვარი კობრისებრთა ოჯახისა. თითოეულ გვარში თითო სახეობაა: თეთრი ანუ ჩვეულებრივი სქელშუბლა (Hypophthalmichthys molitrix) და ჭრელი სქელშუბლა (Aristichthys nobilis). პირველის მასა 25 კილოგრამია, მეორისა 35 კილოგრამს აღწევს. ბუნებრივი გავრცელების არეალია ჩინეთი და რუსეთი (ამურის აუზი). იგი რეწვისა და თევზმოშენების ძვირფასი ობიექტია. სქელშუბლა ფართოდაა გავრცელებული ყოფილ სსრკ-ში. ინდოჩინეთში, იაპონიაში, კუბაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან. აქ იგი ტბორული მეთევზეობის (კუმისის, მარაბდის, ნადარბაზევის წყალსატევები; ლისისა და ჯანდარის ტბები) ერთ-ერთი წამყვანი ობიექტია. სქელშუბლა იკვებება პლანქტონით. მრავლდება ზაფხულში. იყენებენ ნედლად და დამარილებულს.

ლიტერატურა[რედაქტირება]