სუ-7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუ-7
სუ-7БКЛ მუზეუმში
ფუნქცია გამანადგურებელ-ბომბდამშენი
შემქმნელი სუხოი
პირველი გაფრენა 7 სექტემბერი 1955
წარდგენა 1959
ჩამოწერა 1986
სტატუსი მოხსნილია შეიარაღებიდან
მომხმარებლები საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ სსძ
წარმოების წელი 1957 - 1972
რაოდენობა 1,847
ვარიანტები სუ-17

სუ-7 (ნატოს კლასიფიკაციით „Fitter-A“) საბჭოთა სერიულად გამოშვებული გამანდგურებელ ბომდამშენი

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წლის 14 მაისს მიიღეს ბრძანება შეექმნათ ახალი სამხედრო თვითმფრინავი რომელიც იქნებოდა ამერიკული ფ86ის ბაზაზე,გაზაფხულს სუხოიმ გამოუშვა პირველი საფრონტო გამანადგურებელი (frontovoi istrebitel, фронтовой истребитель) სახელად ს-1 რომელსაც ჰქონდა უახლესი Lyulka AL-7 ტიპის ძრავა,ეს კი იყო პირველი საბჭოთა გამანდგურებელი რომელსაც ძრავა ჰქონდა უკან რომელიც ანტვითარებდა ზებგერიტ სისწრაფეს

ს1ის პირველი გაფრენა მოხდა 1955 წლის 7 სექტემბერს ა.გ. კოჩეტკოვის მიერ საცდელმა ვერსიამ სისწრაფეში დაამყარა საბჭოთა რეკორდი 2.04 მახი, 1956 წლის აპრილში. ს1-ს შეწყვილებული ჰქონდა 37მმ Nudelman N-37 ქვემეხი და 57მმ უმართავი რაკეტები. მეორე პროტოტიპს ს2ს ჰქონდა ძალიან არა საიმედო ძრავა რის გამოც 1956 წლის 23 ნოემბერს კატასტროფა განიცადა და შეეწირა პილოტი ი.ნ.სოკოლოვი, 1959 წელს კი სუ-7 მიიღეს შეიარაღებაში თუმცა ხდებოდა მისი ლიმიტირებული გამოყენება

1958 წლის 31 ივლისს საბჭოთა ტაქტიკური ავიაციამ სუხოის მისცა დავალება რომ თან შეექმნა მოიერიშე ვერსია,შედეგად კი მიიღეს ს2ზე შექმნილი თვითმფრინავი 1959 წლის ბოლოს სახელად სუ-7ბ რომლის სერიულად წარმოება დაიწყეს 1960 წელს

სულ გამოშვებული იქნა 1,847 მოდიფიკაცია ექსპორტზე კი გავიდა 691

საბრძოლო გამოყენების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუ-7 მონაწილეობდა ექვს დღიან ომში ეგვიპტის მხარეს და გამომფიტავ ომში ასევე ინტენსიურად მონაწილეობდა ინდოეთ პაკისტანის ომის დროს 1971 წელს,ექვსმა ინდურმა სუ7ის დივიზიონმა სულ 1,500 შემტევი გაფრენა განახორციელა,ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა გამოიჩინეს მაღალი ოპერაციული ტემპი,სულ ომში 14 სუ-7 დაკარგა უმეტესად კი საზენიტო დანადგარებით. ,კაბინიდან ცუდი ხილვადობის გამო უჭირდა დასაშვებ ადგილას დაშვება განდასკუთრებით კი ცუდ ამინდში. სუ7ს ასევე ჰქონდა ექსპერიმენტალური მოდიფიკაციები რომლებსაც ჰქონდა ჯატო ტიპის რაკეტები S-22-4 ამ მოდიფიკაცია სუ 7 ბკლ ერქვა. 1969 წელს გამოვიდა გაუმჯობესებული ვარიანტისუ-17 რომელმაც ჩაანაცვლა სუ-7

პოლონური სუ7ბკლ

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Su-7B

მოიერიშე მოდიფიკაცია რომელიც იწარმოებოდა 1960-1962 წლამდე

Su-7BM'

ამ მოდიფიკაციას გაძლიერებული ჰქონდა ძრავა ასევე საწვავის მარაგი და შეეძლო გადაეტანა ატომური ბობნბები

Su-7BKL

შეიარაღებული იყო 2 SPRD-110 ჯატოს ტიპის რაკეტით

Su-7BMK

საექსპორტო ვარიანტი Su-7Bს რომელიც გამოდიოდა 1967 წლიდან 1971 წლამდე

Su-7U (ნატოს სახელით მოუჯიკ)

ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფიკაცია Su-7UMK-ს ბაზაზე რომელსაც შემცირებული ჰქონდა საწვავის მარაგი,იწარმოებოდა 1965 წლიდან 1972 წლამდე

Su-7UM

ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფკაცია Su-7BM-ის

Su-7UMK

ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფიკაცია Su-7BMK-ს


ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩეხეთი - 60. 1990 წელს მთლიანად ამოიღეს შეიარაღებიდან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სუ-7&oldid=3276383“-დან