სუს-მასის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუს-მასის ეროვნული პარკი

Parc National de Souss-Massa

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 30°05′ ჩ. გ. 9°40′ ა. გ. / 30.083° ჩ. გ. 9.667° ა. გ. / 30.083; 9.667
ფართობი 338 კმ²
დაარსდა 1991

სუს-მასის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National de Souss-Massa) — ეროვნული პარკი მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. შეიქმნა 1991 წელს, ფართობი 33 800 ჰექტარია. მდებარეობს ქალაქ აგადირსა და სიდი-იფნის შორის. ჩრდილოეთით უკიდურესი წერტილია უედ-სუსის ესტუარი. პარკს ასევე მიაკუთვნებენ სამხრეთით არსებულ 30 000 ჰა ტერიტორიას, რადგან მას ხშირად გამოსაკვებად იყენებს ტყის იბისი. სიცოცხლე წარმოდგენილია დიუნებიან სტეპებში, პლაჟებსა და ჭარბტენიან ადგილებში. ნიადაგი ძირითადად ქვიშიანია, ზოგიერთ ადგილას კი კლდოვანი არეალებიცაა წარმოდგენილი.[1]

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის მთავარი საკონსერვაციო ღირებულება მდგომარეობს ტყის იბისის (Geronticus eremita) სამ კოლონიაში, რაც მაროკოში სულ ოთხია. სიახლოვეს არსებულ აღნიშნულ მეოთხე კოლონიასთან ერთად, აქ წარმოდგენილია ნამდვილად ველურ პირობებში მაცხოვრებელი ამ უიშვიათესი, საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველის მსოფლიო რაოდენობის 95%.[2][3] იბისები ძირითადად ბინადრობენ სანაპირო კლიფებსა და სტეპებში.

პარკში ასევე სახლობს საფრთხის ქვეშ მყოფი მარმარილოს იხვი, ასევე კრიალა იბისი.[1][4] ორი ესტუარი საკმაოდ იზიდავს გადამფრენებს, განსაკუთრებით ჭაობის ფრინველებსა და თოლიებს. პარკში იზამთრებს ჟერო და თოლია ოდუენა.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Parc National de Souss-Massa and Aglou. BirdLife IBA Factsheet. BirdLife International. ციტირების თარიღი: 13 November 2008.
  2. თარგი:IUCN2008 Database entry includes a range map and justification for why this species is critically endangered
  3. Northern Bald Ibis — BirdLife Species Factsheet. BirdLife International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2008-11-14.
  4. თარგი:IUCN2008 Database entry includes a range map and justification for why this species is vulnerable.